მარსელო დორტმუნდის "ბორუსიასთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა მარსელომ "ბეტისთან" ლა ლიგის 32-ე ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

ტრავმის გამო ბრაზილიელი ფეხბურთელი გუნდს სამი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

გამომდინარე აქედან, მარსელო დორტმუნდის "ბორუსიასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ორივე მატჩს გამოტოვებს.

გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკა მოდრიჩის თამაში. ხორვატი ფეხბურთელი ასევე "ბეტისთან" მატჩში დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიასა" და "რეალს" შორის შეხვედრა 24 აპრილს გერმანიაში, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული