ინგლისური კლები სამი ტურის შემდეგ 9 ქულით F ჯგუფს სათავეში უდგას. მეორე ადგილს 6 ქულით ვალერი კარპინის " სპარტაკი" იკავებს, მესამეზე ერთი თამაშის მომგები "მარსელია", ჯგუფის ფსკერზე კი სამი თამაშის წამგები "ჟილინაა" დამკვიდრებული. ასე რომ, უახლოეს მატჩში გამარჯვება "ჩელსის" მთავარი საკლუბო ევროტურნირის მერვედფინალის საგზურს გაუნაღდებს. ოთხშაბათს "ჩელსი" "სპარტაკს" მიიღებს "სტემფორდ ბრიჯზე," "მარსელი" კი "ჟილინასთან" დასაპირისპირებლად სლოვაკეთში გაემგზავრება.
"ჩვენთვის "სპარტაკის" დამარცხება
"ამავე დროს, ჩემი ფეხბურთეკლები ჯგუფის შემდეგ მატჩებში დასვენებას არ გეგმავენ. პასუხისმგებლობის ტვირთის მოშორება საშუალებას მოგვცემს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ოთხშაბათს გამარჯვება. მეორეს მხრივ, მოსკოვში "სპარტაკმა" ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ასე, რომ იოლი გასეირნება არც ლონდონში გვექნება", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.