ანჩელოტი: სპარტაკი უნდა დავამარცხოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მოსკოვის "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აცხადებს, რომ ჯგუფიდან გასვლის ამოცანა "არისტოკრატებმა" ამ მატჩშივე უნდა გადაწყვიტონ.

ინგლისური კლები სამი ტურის შემდეგ 9 ქულით F ჯგუფს სათავეში უდგას. მეორე ადგილს 6 ქულით ვალერი კარპინის " სპარტაკი" იკავებს, მესამეზე ერთი თამაშის მომგები "მარსელია", ჯგუფის ფსკერზე კი სამი თამაშის წამგები "ჟილინაა" დამკვიდრებული. ასე რომ, უახლოეს მატჩში გამარჯვება "ჩელსის" მთავარი საკლუბო ევროტურნირის მერვედფინალის საგზურს გაუნაღდებს. ოთხშაბათს "ჩელსი" "სპარტაკს" მიიღებს "სტემფორდ ბრიჯზე," "მარსელი" კი "ჟილინასთან" დასაპირისპირებლად სლოვაკეთში გაემგზავრება.

"ჩვენთვის "სპარტაკის" დამარცხება
ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მოგებით ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილის და პლეიოფში გასვლის განაღდება შეგვიძლია. ეს კი საშუალებას მოგვცემს კონცენტრირება გავაკეთოთ პრემიერლიგის თამაშებზე," - განაცხადა ანჩელოტიმ, რომლის შეგირდებსაც 7 ნოემბერს ეროვნულ ჩემპიონატში "ლივერპულთან" სტუმრობა უწევთ.

"ამავე დროს, ჩემი ფეხბურთეკლები ჯგუფის შემდეგ მატჩებში დასვენებას არ გეგმავენ. პასუხისმგებლობის ტვირთის მოშორება საშუალებას მოგვცემს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ოთხშაბათს გამარჯვება. მეორეს მხრივ, მოსკოვში "სპარტაკმა" ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ასე, რომ იოლი გასეირნება არც ლონდონში გვექნება", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული