პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მატჩის მსვლელობაზე შესაძლოა გავლენა მადრიდში გამართულმა მატჩმაც იქონიოს, რომელიც მასპინძლებმა აშკარა უპირატესობით - 2:0 მოიგეს.
"ჩვენი მიზანია, ჯგუფში პირველი ადგილი, რაც შეიძება მალე გავინაღდოთ. დიახ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩვენ "მილანზე" უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ახლა იტალიელები ნამდვილად მოინდომებენ იმის დამტკიცებას, რომ მოგება მათაც შეუძლიათ", - ამბობს კარვალიო.