ფეხბურთელის არყოფნის მიზეზებზე არაფერია ნათქვამი. მან შაბათს ”ტოტენჰემთან” მატჩში 90 წუთი ითამაშა. აეროპორტში, საიდანაც მანჩესტერელები თურქეთში გაფრინდებიან, გუნდი ფერდინანდის გარეშე მივიდა. ცნობილია, რომ მცველს ზურგი აწუხებს და სავარაუდოდ, ოთხსაათიანი ფრენა მისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. როგორ ჩანს, ”მანჩესტერის” დაცვის ცენტრში კრისტოფერ სმოლინგი ითამაშებს.
მომზადებულია Reuters-ის მიხედვით