იურგენ კლოპი: დაელოდეთ და ნახავთ, რა ტაქტიკას ავირჩევთ

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მომავალ მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"რეალმა" არ უნდა მოიგოს იმის გამო, რომ მარიო გიოტცე გავყიდეთ. ვინც ხვდება, რა იყო ჩვენთვის ამ ეტაპამდე მისვლა, გუნდს მხარს ბოლომდე დაუჭერს.

გულშემატკივრები წარსულში ბრწყინვალედ გვიჭერდნენ მხარს ექსტრემალურ სიტუაციებში. ვფიქრობ, "რეალთან" შეხვედრაშიც ასე იქნება.

"სამეფო კლუბს" სხვადასხვანაირად შეუძლია თამაში. "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში მადრიდელებს ბურთის ფლობის 68 პროცენტი ჰქონდათ. ჩვენს მეტოქეს ბურთის დაჭერა შეუძლია და ის დაცვიდან შეტე
ვაში გადასვლაზე არ გააკეთებს აქცენტს.

"რეალი" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო
გუნდია, რომელსაც თამაში სხვ
ადასხვა სტილში შეუძლია, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მსგავსი თამაში. დაელოდეთ და ნახავთ, რა ტაქტიკას ავირჩევთ", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიასა" და "რეალს" შორის მატჩი 24 აპრილს, 22:45 საათზე დაიწყება.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ბორუსია VS რეალი: 15 წლის შემდეგ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული