ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" "ბარსელონას" კოლაფსის 10 მიზეზი ჩამოთვალა

AutoSharing Option
ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" "ბარსელონას" მიუნხენში განადგურების 10 მიზეზი ჩამოთვალა.

1. შემადგენლობის ცუდი როტაცია
ფეხბურთელები აშკარად გადაღლილები არიან. მოთამაშეთა უმეტესობა სეზონის გადამწყვეტ ეტაპს გამოფიტული შეხვდა, რაც ცუდი როტაციის ბრალია.

2. ტიტო ვილანოვა სათადარიგოებს არ ენდობა
ვილანოვამ "ბაიერნთან" მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, ისიც 83-ე წუთზე, როდესაც გუნდი 0:4-ს აგებდა.

3. სამწვრთნელო შტაბის უმოქმედობა
როდესაც გუნდის საქმეები ცუდად მიდის, სამწვრთნელო შტაბი დროულად და ეფექტურად ვერ რეაგირებს.

4. ცუდი სატრანსფერო კამპანია და გამოუყენებელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა
ალექს სონგმა იმედები ვერ გაამართლა. გარდა ამისა, კატალონიელებს
ზამთარში არავინ შეუძენიათ.

5. თუ მესი არ ან ვერ თამაშობს, გუნდს "ბ" გეგმა არ აქვს.
ბევრი ადამიანის აზრით, გუნდი მთლიანად ლიონელ მესიზეა დამოკიდებული და თუ არგენტინელი კარგად ვერ თამაშობს, ეს "ბარსელონაზეც" მკვეთრად აისახება.

6. არაფერი გაკეთებულა შარშანდელი სეზონის მიმდინარეობისას არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
დირექტორატმა და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტეს, რომ წელსაც იმავე ფეხბურთელებს მინდობოდა. პეპ გვარდიოლამ წასვლის წინ რამდენიმე პრობლემაზე ისაუბრა, რომლის მოგვარებაც აუცილებელი იყო, მაგრამ ხელმძღვანელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს.

7. ტრავმები და ავადმყოფობა
გუნდს პრობლემები ტრავმებმაც შეუქმნა. ხავიერ მასკერანოს და კარლეს პუიოლის ხანგრძლივი ვადით გამოკლება გუნდისთვის დიდი დარტყმა იყო. ადრიანო, ალექსის სანჩესი, სესკ ფაბრეგასი - სეზონის გარკვეულ ეტაპზე სერიოზული დაზიანებები ამ ფეხბურთელებმაც მიიღეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ერიკ აბიდალის და ტიტო ვილანოვას პრობლემები.

8. პრობლემები ფიზიკური მომზადების მხრივ
იმის გამო, რომ გუნდი ფიზიკური მომზადების მხრივ მოიკოჭლებს, ვერ ხერხდება დაცვაში არსებული საკადრო დეფიციტის კომპენსირება. ეს ყველაფერი ევროთასებზე, ძლიერ გუნდებთან შეხვედრებში კარგად გამოჩნდა.

9. თამაშის სტილის ცვლილება
"ბარსელონას" სათამაშო სტილის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი პრესინგი იყო. ბურთის დაკარგვის მომენტში კატალონიელები მეტოქეს მის ნახევარზე ისეთ წნეხში აგდებდნენ, რომ ეს უკანასკნელი ხშირად ბურთს უმალვე კარგავდა. დღევანდელი "ბარსელონა" გაცილებით პასიურია.

10. ვიქტორ ვალდესის მომავალი
ვიქტორ ვალდესმა განაცხადა, რომ 2014 წელს გუნდიდან წავიდოდა. ამ განცხადებამ გუნდში გარკვეული პრობლემები გამოიწვია.


იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა,არადა ბარსას მოეგო ვის გაახსენდებოდა ეს პრობლემები...
messi10
11:02 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული