შოთა არველაძე: ვფიქრობ, "ბარსელონას" ფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს

AutoSharing Option
ის, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველ მატჩებში მოხდა, სწორედაც რომ აქტუალური თემაა, რაზეც ყველგან ლაპარაკობენ და ცხადია, ქართულ საფეხბურთო სამყაროშიც.

"ბაიერნი" 4:0 "ბარსელონა" და "დორტმუნდი" 4:1 "რეალი" - ეს ისეთი მატჩები გამოდგა, რამაც ტენდენციებიც კი შეცვალა.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით, აზრის გამოთქმა ქართველ სპეციალისტებსაც ვთხოვეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის.

"ლელოს" რესპონდენტი შოთა არველაძეა, რომელიც ახლა თურქული "ქასიმფაშას" მთავარი მწვრთნელია.

- არაერთ სპეციალისტს უთქვამს, ფეხბურთში იმაზე მეტის მოგონება შეუძლებელია, რასაც "ბარსელონა" თამაშობსო - თუ მართლა ასე იყო, როგორ
დაჯაბნა ასეთი გუნდი "ბაიერნმა?

- ვფიქრობ, "ბაიერნს" ახალი არაფერი მოუგონებია "ბარსელონასთან" მატჩისთვის; ის თამაში აჩვენა, რასაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში თამაშობდა. "ბარსელონამ" კი საკუთარი თამაში ვერ აჩვენა როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად.

- მაინც რაშია "ბაიერნის" ძალა? ასეთი მანქანის შექმნას რა განაპირობებს? კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელები სხვა გუნდებსაც ჰყავთ, თუმცა "ბაიერნი" სულ სხვაა...
- ბოლო წლებია, რაც "ბაიერნი" განსაკუთრებულად ლამაზ, შემტევ და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. მაღალი კლასის ფეხბურთელები და განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემების გუნდი - სწორედ ეს განაპირობებს "ბაიერნის" სიძლიერეს და ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

- და რაღა უნდა შემატოს ასეთ "ბაიერნს" პეპ გვარდიოლამ?
- ალბათ ის, რაც აკლია - სრულყოფილი ხომ არაფერია.

- ჩემპიონთა ლიგის ეს გათამაშება სამი მატჩის შემდეგ დასრულდება და ალბათ, შეიძლება ამ კითხვის დასმა - ყველაზე უფრო რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდი?
- ნახევარფინალამდე ყველას ისევ მესი ჯობდა, თუმცა, თუ რობენმა და ლევანდოვსკიმ ასე გააგრძელეს, ყველაზე წინ მათ დავაყენებ.

- "დორტმუნდის" ფენომენს როგორ ახსნიდი?
- იგივე შემიძლია ვთქვა, რაც "ბაიერნზე" - ძალიან კარგად გამართული გუნდია.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალი გერმანული იქნება?
- ვფიქრობ, "ბარსელონას" ფინალში გასვლის შანსი აღარ აქვს, "რეალს" მცირე შანსი კი შერჩა, თუმცა ფინალი, ალბათ, გერმანული იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანურმა გაზეთმა "მარკამ" "ბარსელონას" კოლაფსის 10 მიზეზი ჩამოთვალა
ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვააა მალადეც, რა ჭკვიანი ყოფილა ეს კაცი...
del piero 10
20:41 26-04-2013
0
ავთანდილ შოშიაშვილის ნათქვამი იქნებ ეგ :))
apolo
19:58 26-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული