შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი გერმანიაში "დორტმუნდის" გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. ოთხივე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.
დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]
"ძნელია თქვა, რა მათემატიკური შანსები გვაქვს. უკვე ყველაფერი ვუთხარი ფეხბურთელებს. ყველაზე მთავარი იყო იმ შეცდომებზე საუბარი, რომლებიც გერმანიაში დავუშვით. ის ანგარიში სამართლიანი იყო, "დორტმუნდმა" გამარჯვება დაიმსახურა.
ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერია შესაძლებელი.
ყოველი წუთი უნდა გამოვიყენოთ და გოლი გოლზე გავიტანოთ, სანამ არბიტრი მატჩს არ დაასრულებს.
ვგრძნობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია "რეალისთვის" ბოლო 10 წლის განმავლობაში.
თუმცა მსგავსი გრძნობა დორტმუნდშიც მქონდა და ისე ვითამაშეთ, თითქოს ეს ამხანაგური მატჩი იყო.
სეზონის დაწყებიდან "დორტმუნდს" ტურნირის მოგების პრეტენდენტად მივიჩნევდი.
კრიშტიანო რონალდო ჯანმრთელადაა, ხოლო არბელოა და მარსელო ტრავმირებულები არიან", - თქვა მოურინიომ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით