ფრანც ბეკენბაუერი: არასწორად გამიგეს!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი ახლახან სკანდალში გაეხვა, როცა განაცხადა, რომ "ბარსელონა" ყველაფრის მკადრებელია. ბუნებრივია, მისმა ფრაზამ კატალონიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ახლა კაიზერი ამტკიცებს, რომ მას არასწორად გაუგეს.

"ბოდიშს ვიხდი, თუკი ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. მე მხოლოდ ვთქვი, რომ "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინალში გავიდეს. თუმცა ყველაფერში უკანონო ქმედებები ნამდვილად არ მიგულისხმია. მე მაგალითისთვის, ვამბობდი, რომ "ბარსა" მეტოქეზე ზეწოლას განახორციელებდა. ამას მეც ვაკეთებდი მოედანზე.

ჩემი აზრით, "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პატიოსანი გუნდია. მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი
ამ გუნდით. დარწმუნებული ვარ, რომ საპასუხო მატჩში სამართლიანი ბრძოლა იქნება
", - განაცხადა ფრანც ბეკენბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ იუპ ჰაინკესის "ბაიერნმა" ტიტო ვილანოვას "ბარსელონა" 4:0 დაამარცხა და ფაქტობრივად, შანსი არ დაუტოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის. ბეკენბაუერი კი აცხადებდა, რომ კატალონიელები ყველა ხერხს გამოიყენებდნენ შინ გამარჯვებისთვის, მათ შორის, პროვოკაციებსაც.

ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: "ბარსელონა" ყველაფრის მკადრებელია
მკითხველის კომენტარები / 10 /
*ლისმან შE ს U კკაააააააააააააააა!!!!!!!!!!!!
messi10
11:25 01-05-2013
0
*ლისმან გადაგიხსნი *** ბიჭო!!!!!!!!!!!!!!
messi10
11:24 01-05-2013
0

სიახლეები პოპულარული