ბენიტესს პლეიოფში გასვლა ეჩქარება

AutoSharing Option
”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ”ტოტენჰემთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში თავისი გუნდის მიზნებზე ისაუბრა:

”ინტერი” ძალიან კარგი გუნდია და იმიტომ ვართ ახლა იქ, სადაც ვიმყოფებით. საქმე იმაში როდია, რომ ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტი ვარ. წარსულში გუნდს ჯგუფიდან გასვლის პრობლემებიც ჰქონდა. თუ მოვიგებთ, პლეიოფში გასვლა გარანტირებული გვექნება შეგვეძლება მოვდუნდეთ და ყურადღება ჩემპიონატის მატჩებისთვის მომზადებაზე გავამახვილოთ.

ვისურვებდი, რომ თამაში ჩვენი კონტროლით წარიმართოს, მაგრამ ყველაფერი მეტოქეზეა დამოკიდებული. მომეჩვენა, რომ ”მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშისას ”ტოტენჰემი” უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრობდა. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ მათთვის ლიგა პრიორიტეტია. ჩემთვის სასიამოვნო იყო თამაშზე

დასწრება, ”ლივერპულში” გატარებული კარგი პერიოდის შემდეგ. ახლა უკვე იტალიაში მუშაობა მომწონს ძალიან - აქ სხვა სტილის ფეხბურთია, მაგრამ ვეცდებით წარმატებით ვითამაშოთ”, - ამბობს ბენიტესი.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული