ფეხბურთელმა ტრავმა ბუნდესლიგის წინა ტურში ”ფრაიბურგთან” მატჩის წინ ვარჯიშზე მიიღო. ”ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა რუმინეთში მხოლოდ 15 ფეხბურთელი წაიყვანა. სხვადასვაგვარი ტრავმების გამო მიუნხენურ გუნდს დააკლდებიან თავდამსხმელები ივიცა ოლიჩი და მიროსლავ კლოზე, ასევე ნახევარმცველები არიენ რობენი, ფრენკ რიბერი და მარკ ვან ბომელი.
მომზადებულია AP-ის მიხედვით