ჩელსი, ბაიერნი და ბეჭდაუდებელი მოურინიო [VIDEO]

AutoSharing Option
"რეალის" თავკაცი ჟოზე მოურინიო კვლავ ბეჭდაუდებელი დარჩა ამ სეზონში, თუმცა წუხელ მას გვარიანი ნერვიულობა შეხვდა. ის, რაც ვერ შეძლეს მეტოქეთა თავდამსხმელებმა წინა სამ მატჩში და ერთ ტაიმში, რამდენიმე წუთში ორჯერ მოახერხა უბერებელმა ფილიპო ინძაგიმ - მან იკერ კასილიასის კარში დუბლი შეასრულა და თავიდან დაწინაურებულ "რეალს" გადასარჩენად გაუხადა საქმე. "სან სიროზე", სადაც შარშან მოურინიო მასპინძელი გახლდათ, პორტუგალიელს ცვლილებამ გაუმართლა - მე-80 წუთზე შემოსულმა პედრო ლეონმა მატჩის უკანასკნელ წუთზე ბენზემას პასის შემდეგ ფეხებს შორის გაუტანა აბიატის - 2:2.

ბუნებრივია, ეს მატჩი ყველაზე
დიდ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ სლოვაკეთში მართლაც ენით აუწერელი ფაქტი მოხდა - "ჟილინამ" საკუთარ მოედანზე ფრანგული "მარსელისგან" 7 უპასუხო გოლი გაუშვა! ჰეთ თრიკი შეასრულა პიერ ანდრე ჟინიაკმა, დუბლი - ლუჩო გონსალესმა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში სტუმარ გუნდს ასეთი დიდი სხვაობით არ მოუგია.

ქართველ გულშემატკივრებს ბოლო დროს ასეთი დამოკიდებულება გაუჩნდათ მოსკოვის "სპარტაკისადმი" - მას ქომაგობენ... სანამ მოედანზე ჯანო ანანიძეა, როგორც კი მას გაიყვანენ ან სანამ შემოიყვანენ, ქართველთა დამოკიდებულება რუსული კლუბის მიმართ ძველებურია. კარპინმა კი წუხელ ანანიძეს "სტემფორდ ბრიჯზე" თავის გამოჩენის შანსი არ მისცა. იქნებ სწორედ ამიტომაც განადგურდა 1:4.

ამ საღამოს კიდევ ერთი ჰეთ თრიკი ვიხილეთ, მარიო გომესმა რუმინეთში "კლუჟი" აიკლო.

"ჩელსი" და "ბაიერნი" პირველი კლუბები არიან, რომელთაც შემდეგი ეტაპის საგზურები მოიპოვეს, "რეალიც" იქ არის... ჯგუფში ჩარჩნენ "ჟილინა" და ბელგრადის "პარტიზანი".


E ჯგუფი
კლუჟი-ბაიერნი  0:4 [ნახეთ გოლები]
კლუჟი (4-4-2): სტანჩუ - პიკოლო, კადუ (78. ტონი), პანინი, რადა - რაფაელი (46. ორა), დიკა (46. ედიმარი), ტ. კოშტა, კულიო - ტრაორე, დე ზერბი.
ბაიერნი (4-2-3-1): ბუტი - ლამი, ვან ბუიტენი, დემიკელისი, პრანიჩი - ოტლი, ტიმოშჩუკი - ჰამით ალთინტოპი, შვაინშტაიგერი (75. მიულერი), კროოსი - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (12), 0:2 გომესი (24), 0:3 გომესი (71), 0:4 მიულერი (90)
მაყურებელი: 9 000
არბიტრი: ს. გუიმიენი (ბელგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: კლუჟი
პირველი კუთხური: კლუჟი
პირველი ჯარიმა: ბაიერნი
პირველი გაფრთხილება: ბაიერნი
16 (10) დარტყმა 21 (13)
15 ჯარიმა 17
4 კუთხური 9
2 გაფრთხილება 3
37% ბურთის ფლობა 63%

ბაზელი-რომა 2:3 [ნახეთ გოლები]

ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ფერატი (88. ჩიპერფილდი), საფარი - შაქირი, ჰუგელი, იაპი, შტოკერი - ფრაი, შტრელერი.
რომა (4-4-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო (81. გ. ბურდისო), რიისე - მენეზი (75. გრეკო), სიმპლისიო, დე როსი, პეროტა - ტოტი, ვუჩინიჩი (70. ბორიელო).
გოლები: 0:1 მენეზი (16), 0:2 ტოტი (25-პენ), 1:2 ფრაი (69), 1:3 გრეკო (76), 2:3 შაქირი (83)
გაძევება: შტოკერი (91)
მაყურებელი: 37 500
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რომა
პირველი კუთხური: ბაზელი
პირველი ჯარიმა: ბაზელი
პირველი გაფრთხილება: ბაზელი
28 (7) დარტყმა 7 (3)
15 ჯარიმა 15
7 კუთხური 9
3 გაფრთხილება 3
67% ბურთის ფლობა 33%

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბაიერნი 4 4 0 0 11-3 12
2. რომა 4 2 0 2 6-8 6
3. ბაზელი 4 1 0 2 7-9 3
4. კლუჟი 4 1 0 3 5-10 3


F ჯგუფი
ჩელსი-სპარტაკი 4:1 [ნახეთ გოლები]
ჩელსი (4-3-3): პ. ჩეხი - პაულო ფერეირა, ივანოვიჩი, ალექსი, ე. კოული - რამირესი, ობი მიკელი (69. მაკიჩრენი), ჟირკოვი - კალუ, ანელკა (76. კაკუტა), დროგბა (76. სტარიჯი).
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - ივანოვი, სუხი, პარეხა, მაკეევი - შეშუკოვი (67. დრინჩიჩი), იბსონი - მაკგიდი (80. ბაჟენოვი), დ. კომბაროვი, ალექსი (60. კოზლოვი) - ველიტონი.
გოლები: 1:0 ანელკა (49), 2:0 დროგბა (62-პენ), 3:0 ივანოვიჩი (66), 3:1 ბაჟენოვი (86), 4:1 ივანოვიჩი (92)
მაყურებელი: 40 000
არბიტრი: ჩ. ჩაქირი (თურქეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: სპარტაკი
პირველი კუთხური: ჩელსი
პირველი ჯარიმა: სპარტაკი
პირველი გაფრთხილება: ჩელსი
23 (9) დარტყმა 13 (4)
13 ჯარიმა 16
8 კუთხური 3
1 გაფრთხილება 2
49% ბურთის ფლობა 51%

ჟილინა-მარსელი 0:7 [ნახეთ გოლები
]
ჟილინა (4-4-2): დუბრავკა - ანგელოვიჩი, პეჩალკა, შურეკი, ლაიტნერი - იეჟი, ვიტორი (34. ზოშაკი), ბელო, ვლადავიჩი (60. გერგელი) - ორავეცი, სესეი (78. მაიტანი).
მარსელი (4-3-3): მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, მბია, ჰაინცე (62. ტაივო) - ლუჩო გონსალესი, კაბორე, შეირუ - ვალბუენა (62. ა. აეუ), ჟინიაკი (72. ბრანდაო), რემი.
გოლები: 0:1 ჟინიაკი (12), 0:2 ჟინიაკი (21), 0:3 ჰაინცე (24), 0:4 რემი (36), 0:5 ლ. გონსალესი (52), 0:6 ჟინიაკი (54), 0:7 ლ. გონსალესი (63)
მაყურებელი: 5 000
არბიტრი: შ. იოჰანსენი (შვედეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: მარსელი
პირველი ჯარიმა: ჟილინა
პირველი გაფრთხილება: ჟილინა
11 (0) დარტყმა 23 (12)
13 ჯარიმა 5
7 კუთხური 10
1 გაფრთხილება 0
49% ბურთის ფლობა 51%

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩელსი 4 4 0 0 12-2 12
2. მარსელი 4 2 0 2 8-3 6
3. სპარტაკი 4 2 0 2 5-6 6
4. ჟილინა 4 0 0 4 1-15 0


G ჯგუფი
მილანი-რეალი 2:2 [ნახეთ გოლები]
მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძამბროტა, ტიაგო სილვა, ნესტა, აბატე - გატუზო (84. ზეედორფი), პირლო, ბოატენგი - რონალდინიო (60. ინძაგი), იბრაჰიმოვიჩი, პატო (72. ამბროზინი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, რიკარდო კარვალიო, პეპე (80. პედრო ლეონი), მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - რონალდო, იოზილი (93. ალბიოლი), დი მარია - იგუაინი (74. ბენზემა).
გოლები: 0:1 იგუაინი (45), 1:1 ინძაგი (68), 2:1 ინძაგი (78), 2:2 პედრო ლეონი (93)
მაყურებელი: 80 100
არბიტრი: ჰ. ვები (ინგლისი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მილანი
პირველი კუთხური: რეალი
პირველი ჯარიმა: მილანი
პირველი გაფრთხილება: მილანი
7 (5) დარტყმა 22 (11)
17 ჯარიმა 14
1 კუთხური 7
4 გაფრთხილება 1
50% ბურთის ფლობა 50%

ოსერი-აიაქსი 2:1
ოსერი (4-4-2): სორინი - ენგბარი, კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - პედრეტი, ნდინგა, ბირსა, კონტუტი (80. შაფნი) -სამარიტანო (86. ბერტო), კუერსია (63. ლანჟილი).
აიაქსი (4-3-3): სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა (58. სულეიმანი) - ლინდგრენი, დე ზეუვი (83. ერიქსენი), ენო (46. დე იონგი) - სუარესი, ელ ჰამდაუი, ემანუელსონი.
გოლები: 1:0 სამარიტანო (9), 1:1 ალდერვეირელდი (79), 2:1 ლანჟილი (84)
მაყურებელი: 20 000
არბიტრი: მ. კლაუტენბურგი (ინგლისი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ოსერი
პირველი კუთხური: აიაქსი
პირველი ჯარიმა: ოსერი
პირველი გაფრთხილება: აიაქსი
17 (6) დარტყმა 19 (7)
9 ჯარიმა 14
5 კუთხური 8
0 გაფრთხილება 3
43% ბურთის ფლობა 57%

თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 4 3 1 0 7-2 10
2. მილანი 4 1 2 1 5-5 5
3. აიაქსი 4 1 1 2 4-6 4
4. ოსერი 4 1 0 3 3-6 3


H ჯგუფი
შახტარი-არსენალი 2:1 [ნახეთ გოლები]
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - გაი (62. ტეიშეირა), ჰიუბშმანი -  ჟადსონი (73. დუგლასი), ედუარდო, ვილიანი - ლუის ადრიანო (88. მორენო).
არსენალი (4-2-3-1): ფაბიანსკი - ებუე, სკილაჩი, ჯურუ, კლიში - ისტმონდი (59. ველა), უილშერი - როსიცკი, უოლკოტი (82. ემანუელ-ტომასი), ნასრი - ბენდტნერი (73. შამახი).
გოლები: 0:1 უოლკოტი (10), 1:1 ისტმონდი (28 ს.კ.), 2:1 ედუარდო (45)
მაყურებელი: 50 000
არბიტრი: მ. ბუსაკა (შვეიცარია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: შახტარი
პირველი კუთხური: არსენალი
პირველი ჯარიმა: არსენალი
პირველი გაფრთხილება: არსენალი
18 (11) დარტყმა 12 (8)
11 ჯარიმა 16
7 კუთხური 3
3 გაფრთხილება 1
48% ბურთის ფლობა 52%

პარტიზანი-ბრაგა 0:1
პარტიზანი (4-4-2): სტოიკოვიჩი - მილიკოვიჩი, იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - პეტროვიჩი, მორეირა, ილიევი (78. შჩეპოვიჩი), ილიჩი - ბოია (59. ბაბოვიჩი), კლეო.
ბრაგა (4-2-3-1): ფელიპე - სილვიო, მოიზესი, როდრიგესი, ელდერსონი - ვანდინიო, აგიარი - ალანი (68. მადრიდი), პაულო სეზარი, მოსორო (51. სალინო) - მატეუში (88. ლიმა).
გოლი: 0:1 მოიზესი (35)
მაყურებელი: 29 300
არბიტრი: მ. ჰანსონი (შვედეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: პარტიზანი
პირველი კუთხური: ბრაგა
პირველი ჯარიმა: პარტიზანი
პირველი გაფრთხილება: პარტიზანი
16 (5) დარტყმა 14 (6)
14 ჯარიმა 21
8 კუთხური 4
3 გაფრთხილება 1
59% ბურთის ფლობა 41%

თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 4 3 0 1 15-4 9
2. შახტარი 4 3 0 1 7-6 9
3. ბრაგა 4 2 0 2 3-9 6
4. პარტიზანი 4 0 0 4 1-7 0


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული