იურგენ კლოპი: "ბაიერნის" დამარცხება მხოლოდ "დორტმუნდს" შეუძლია

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს "უემბლიზე" "ბორუსია" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

"მეოთხედფინალში "მალაგასთან" გამარჯვების შემდეგ სერიოზულად დავფიქრდი "უემბლიზე" თამაშზე.

შესაძლოა, ცოტა გაკვირვ
ებული ვარ, რომ ფინალში ვართ, მაგრამ სენსაციას ამას ვერ დავარქმევთ.

ვფიქრობ, რომ ამჟამად მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს, რომელსაც "ბაიერნის" დამარცხება შეუძლია და ეს ჩვენ ვართ. ნათელია, რომ ამისთვის მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. შანსები გვექნება"
, - თქვა კლოპმა.

მომზადებულია bvb.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული