მოურინიო ფრემ არ გაახარა

AutoSharing Option
”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგაში ”მილანთან ფრედ 2:2დასრულებული მატჩის შემდეგ აღიარა, რომ შედეგით არცთუ კმაყოფილია. ამავე დროს პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა: ”როდესაც შეხვედრის უკანასკნელ წამებზე ანგარიშს ათანაბრებ, ფრის გამო გულის დაწყვეტა არ ღირს”.

”ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, რომელშიც ყველაფერი იყო, რაც ფეხბურთს ამშვენებს. საათზე მეტი ხნის განმავლობაში ვაჩვენებდით, რომ მაღალი კლასის გუნდი ვართ, რომელიც უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს თამაშობს. ვერ ვიტყვი, რომ საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ. გვქონდა შანსი, რომ ამ დუელის ბედი ჩვენ სასარგებლოდ გადაგვეწყვიტა, თუმცა, როდესაც აგებ 1:2-ს და საბოლოოდ
დაუმარცხებელი რჩები, სანერვიულო არაფერია. გავედით პლეიოფში და კვლავ დაუმარცხებლები ვართ. რთულ სიტუაციაში ხასიათის სიმტკიცე გამოვავლინეთ. ახლა მხოლოდ ერთი ქულაღა გვჭირდება, რათა ჯგუფური ეტაპი  პირველ ადგილზე დავასრულოთ. ამ სეზონში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა წამყვანი გუნდი, როგორც ჩანს, თავის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს", - ამბობს მოურინიო.

"მომწონს მილანში თამაში, აქ გულშემატკივრები თავის გუნდს შეტევისთვის განაწყობენ და ფეხბურთელებს წინ წასასვლელად აღანთებენ. საერთოდ,  დღევანდელი მატჩის ყველა მონაწილეს შეუძია იამაყოს - ეს ევროპული ფეხბურთის ნამდვილი კლასიკა იყო", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული