ფრანკ რიბერი: "ბაიერნს" შეუძლია დომინირება გაარძელოს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა დორტმუნდის "ბორუსია" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, კომენტარი გააკეთა.

"ბევრი რამის თქმა შეიძლება. ყველას გვიხარია, რომ ეს ტიტული მოვიგეთ, რადგან ამ წარმატებას დიდი ხანი ველოდით.

პირველი ნახევარი საათი რთული იყო. "დორტმუნდთან" თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მათ კარგი გუნდი ჰყავს.. გვიხარია, რომ გავიმარჯვეთ. გვჯეროდა და არ ვნებდებოდით, ეს ტიტული დავიმსახურეთ.

მომავალში "ბაიერნს" რეალურად შეუძლია დომინირება. ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ",
- თქვა რიბერიმ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
დორტმუნდი-ბაიერნი
1:2 - ჰაინკესის გუნდის სრული ტრიუმფი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული