”რეალის” ნახევარმცველი პედრო ლეონი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ”მილანთან” ფრის შემდეგ აცხადებს, რომ მისთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა და არა მის მიერ გატანილი გოლი. სწორედ პედრო ლეონის მიერ 94-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა ”სამეფო კლუბს” ქულა და პლეიოფში გასვლა გაუნაღდა. ამავე დროს, ჰავბეკმა აღნიშნა, რომ საკუთარი წარმატებებიც სიხარულით აღავსებს.
”ჩემს მიერ გატანილმა გოლმა სიტყვებით გადმოუცემელი სიხარული მომანიჭა. და ეს ყვეფარი იმიტომ, რომ ამ გოლმა ”რეალს” ჯგუფიდან გასვლისთვის საჭირო ქულა მოუტანა. ძალიან კმაყოფილები ვართ. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. განსაკუთრებით კარგად იმ მომენტამდე ვთამაშობდით,
სანამ მოედანზე ფილიპო ინძაგი გამოვიდოდა და ორი გოლს გაიტანდა. საბედნიეროდ ანგარიშის გათანაბრება მაინც მოვახერხე”, - ამბობს ლეონი.
მომზადებულია AS-ის მიხედვით