სრნა: ჯანდაბას შეცდომები

AutoSharing Option
”შახტარის” კაპიტანი დარიო სრნა თავისი გუნდის ”არსენალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში თამაშითა და მიღწეული შედეგით კმაყოფილია. ხორვატის თქმით, დონეცკელებს ჯერ კიდევ არ  აქვთ გარანტირებული ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის პლეიოფში გასვლა. მირჩა ლუჩესკუს შეგირდები ოთხი თამაშის შემდეგ მოპოვებული 9 ქულით, ჯგუფში მეორე ადგილს იკავებენ.

- 5:1-ის შემდეგ კრიტიკის დიდი დოზა მივიღეთ. მაინტერესებს, ახლა როგორ შეგვაქებთ (იღიმის). ვფიქრობ, დღეს ”შახტარით” მთელ უკრაინას შეუძლია იამაყოს. მოვუგეთ ევროპის ერთერთ საუკეთესო გუნდს, ვაჩვენეთ ხასიათის სიმტკიცე და კარგი თამაში. მთავარია, რომ გულშემატკივრებს ჩვენი  სჯეროდათ! ამ ორი კვირის განმავლობაში მოდიოდნენ ჩვენთან და გვეუბნებოდნენ: მიდით, თქვენ
ამას შეძლებთო!

- შეიძლება ითქვას , რომ ”შახტარი” უკვე გასულია 1/8 ფინალში?
- არ შეიძლება, რადგან წინ ჯერ ორი თამაშია. ვნახოთ.

- სად უფრო იოლი იქნება ბოლო ნაბიჯის გადადგმა?
- მოგებას ბელგრადშიც შევეცდებით.

- ”არსენალთან” მატჩი გაშვებული გოლით დაიწყო, რაში დაუშვით შეცდომა?
- არ მსურს შეცდომებზე ვისაუბრო, ისისნი ხომ ყოველ თამაშში ხდება. ამიტომ გთხოვთ, დაივიწყოთ მათ შესახებ. ჯანდაბას შეცდომები - გუნდმა გაიმარჯვა!

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული