2013/14 წლების ჩემპიონთა ლიგის პირველი გოლი სომხეთის ჩემპიონმა "შირაქმა" გაიტანა

AutoSharing Option
2 ივლისს სტარტი აიღო ჩემპიონთა ლიგის ახალმა, 22-ე სეზონმა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი სომხეთში გაიმართა: გიუმრის "შირაქმა" სან მარინოს "ტრე პენეს" უმასპინძლა.

ლიგის პირველი გოლის ავტორობა "შირაქის" 20 წლის სენეგალელ ლეგიონერ დამე დიოპს შეეძლო, მაგრამ მე-11 წუთზე მან პენალტი ვერ გამოიყენა.

გათამაშების პირველი გოლი კი 36-ე წუთზე გავიდა. მისი ავტორი "შირაქის" კოტდივუარელი ფორვარდი ისმაელ ბეკო ფოფანაა.

სხვათა შორის, შარშანდელი ლიგის გათამაშებაც "ტრე პენეს" კარში გატანილი ბურთით დაიწყო. მაშინ ლუქსემბურგული დუდელანჟის ფეხბურთელმა ბრაიან მელისემ გაიტანა.

საბოლოოდ "შირაქმა" 3:0 მოიგო, ფოფანამ კი ჰეთთრიკი შეასრულა

შეგახსენებთ, რომ
17 ივნისს "შირაქი" თბილისს ესტუმრა და "დინამოს" 1:1 დაუზავდა. ის მატჩი ინციდენტით დასრულდა. ანგარიში მაშინ სწორედ ისმაელ ფოფანამ გახსნა მე-9 წუთზე.

ასევე იხილეთ:
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
Dinamo Fan კაკ მინიმუმ - ბებია ყავდა სომეხი :D :D
Georgi
10:26 03-07-2013
0
Giorgi, რაც სიმართლეა ის რომ თქვან მერე რა? Arturikovich Beko Fofanyan , სრული სახელია... :)))) :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
Dinamo Fan
03:59 03-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული