ფარერებზე გამარჯვება კარგი იქნებოდა როგორც ფეხბურთელთა განწყობის, ასევე კოეფიციენტების საკლუბო რეიტინგში ქულების მოპოვების კუთხით.
საქართველოს ჩემპიონმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრა და თბილისში მიღწეული ანგარიშის გამეორებაც თავისუფლად შეეძლო, მაგრამ ბევრი საგოლე მომენტი გაანიავა.
უჰრინმა თბილისური შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. აქედან ერთი იძულებითი იყო - ტრავმირებული ირაკლი ძარიას ადგილი ელგუჯა გრიგალაშვილმა დაიკავა, რომელმაც თანაგუნდელი "დინამო არენაზე" პირველ ტაიმში
სტუმრებმა საგოლე შანსები მოგვიანებით ფლანგეს, მატჩის დებიუტში კი სიზუსტე არ ღალატობდათ.
მე-7 წუთზე გრიგალაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ჩისკომ გამოიყენა. სხვათა შორის, ესპანელი "დინამოს" მიერ ევროთასებზე გატანილი მე-200 გოლის ავტორად მიგვევლინა. ხუთიოდე წუთში კი იმავე გრიგალაშვილის ჩაწოდებულ ბურთს თავი ჯაბა დვალმა შეაგება და ანგარიში ორამდე გაზარდა.
"დინამოს" მატჩის სადავეები ხელიდან არც ამის შემდეგ გაუშვია, მაგრამ კარი მშრალად ვერც ამჯერად შეინახეს. მასპინძლებმა პრესტიჟის გოლის გატანა თბილისელთა უკანა ხაზის შეცდომის წყალობით შეძლეს.
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ჩემპიონს ბევრად სოლიდური ანგარიშით გამარჯვება შეეძლო, მაგრამ მეორე ტაიმში ერთის მეტი ვერ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა გლიშიჩმა მეტად ეფექტური დარტყმით დალაშქრა კუნძულელთა კარი.
"დინამომ" მთავარი მიზანი შეასრულა - ფარერული ბარიერი ორი გამარჯვებით გადალახა და ისიც პოზიტიური ფაქტია, რომ მესამე რაუნდის პირველ მატჩში გაფრთხილებათა გამო არავის მოისაკლისებს.
უჰრინის გუნდი შემდეგ ეტაპს ტრავმირებულთა გარეშე ვერ ხვდება და ისიც კარგია, რომ ფარერულ ხელოვნურ საფარზე ქართველებს არავინ დაუშავდათ.
30 ივლისს "დინამო არენაზე" ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელიც ყველაზე მკაფიო პასუხს გაგვცემს შეკითხვაზე, თუ რა ძალაა "დინამო" ევროპული საზომით.
"სტრეიმური" უკვე წარსულია, რუმინულ "სტიაუასთან" დაპირისპირება, ცხადია, სულ სხვა სირთულისა იქნება, მაგრამ "დინამო" ნამდვილად არ არის უშანსოდ.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
დუშან უჰრინი: უნდა მოგვეგო, თუნდაც პრესტიჟისა და კოეფიციენტისთვის
დარკო გლიშიჩი: "სტიაუასთან" ორი საინტერესო მატჩი გველის
დავით ხურცილავა: ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]