თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი "სტრეიმურთან" 3:1 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 9:2). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დუშან უჰრინის შეგირდები რუმინულ "სტიაუას" დაუპირისპირდებიან.
23 ივლისს "ტორსვოლურზე" დასრულებული დაპირისპირების შემდეგ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ხურცილავას გაესაუბრა.
დავით ხურცილავა:
"დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება თუ მომიწევდა, არ ველოდი.
მინდორზე გასვლის წინ მწვრთნელს განსაკუთრებული მითითებები არ მოუცია. ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებების შესრულება შევძელით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ".
ასევე იხილეთ:
სტრეიმური-დინამო 1:3 - სასარგებლო რეპეტიცია და პოზიტიური განწყობა [VIDEO]
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]