დავით ხურცილავა: ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებები შევასრულეთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ახალწვეულმა, მარჯვენა მცველმა დავით ხურცილავამ კლუბის მაისურით თავისი სადებიუტო ოფიციალური შეხვედრა "სტრეიმურთან", ფარერებზე ჩაატარა.

თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი "სტრეიმურთან" 3:1 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 9:2). მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი დუშან უჰრინის შეგირდები რუმინულ "სტიაუას" დაუპირისპირდებიან.

23 ივლისს "ტორსვოლურზე" დასრულებული დაპირისპირების შემდეგ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ხურცილავას გაესაუბრა.

დავით ხურცილავა:
"დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება თუ მომიწევდა, არ ველოდი.

მინდორზე გასვლის წინ მწვრთნელს განსაკუთრებული მითითებები არ მოუცია. ვფიქრობ, მწვრთნელი
ს დავალებების შესრულება შევძელით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ".

fcdinamo.ge


ასევე იხილეთ:
სტრეიმური-დინამო 1:3 - სა­სარ­გებ­ლო რე­პე­ტი­ცია და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა [VIDEO]
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული