დინამო-სტიაუა 0:2 - სასწაულის იმედად დავრჩით [VIDEO]

AutoSharing Option
30 ივლისს ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა თბილისში - "დინამო არენაზე" საქართველოს ჩემპიონმა "დინამომ" რუმინეთის ჩემპიონ "სტიაუას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმში თანაბარი თამაში იყო, მომენტები ორივე გუნდს შეექმნა, თუმცა აშკარა საგოლე არც ერთს ეთქმოდა.

გუნდები მეორე ტაიმში "გაიხსნენ", მე-60 წუთზე სტუმრებს ჩისკო მუნიოსის კონტრშეტევა გაეპარათ, ის საჯარიმოში მოცელეს.

61-ე წუთზე ჩისკომ შანსი გაანიავა - პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ბურთი მეკარის ნადავლი გახდა.

რუმინელთა პასუხმაც არ დააყოვნა, 64-ე წუთზე მცველის მოგერიებულს დაუმუშავებლად დაუხვედრა ფეხი გაბრიელ იანჩუმ და გიორგი
ლორიას
კარი დალაშქრა.

იმის ნაცვლად, რომ "დინამოს" შეეტია, გუნდი დაიბნა და უპირატესობა მთლიანად მეტოქეს დაუთმო.

მე-80 წუთზე ამით ისარგებლა 19 წლის გაბრიელ იანჩუმ და დუბლი შეასრულა - 0:2.

დინამო: ლორია - სეთურიძე, კვარაცხელია, უსტარიცი, გლიშიჩი - მერებაშვილი (87. ხოჭოლავა), გრიგალაშვილი, ხმალაძე, კვირკველია - ჩისკო (67. ვუო), დვალი (79. გოგა).

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში ბუქარესტში გაიმართება, თუმცა ასეთი თამაშით, საქართველოს ჩემპიონს სიტუაციის გამოსწორების შანსი თითქმის არა აქვს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
სტრეიმური-დინამო 1:3 - სა­სარ­გებ­ლო რე­პე­ტი­ცია და პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
აგენს ხელფასი კი არ უნდა მიცე წაიყვანო და ყანა უნდა ატხრევინო ვითომდა ფეხბურტელები ესენი
0
ფუიიიი, მკვდრები ხართ თქვენი DDD...
nana
08:44 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული