უპირველესად, დუშან უჰრინის მოსაზრებები იყო საინტერესო, ამიტომაც მისი მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია უფრო ვრცელი გამოდგა, ვიდრე "სტიაუას" თავკაცის, ლაურენციუ რეგეკამპფის საუბარი.
- "სტიაუას" გამარჯვებას ვულოცავ. ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთით. სანამ გოლს მივიღებდით, "დინამო" კარგად თამაშობდა, ამის შემდეგ კი მეტოქეს ბევრი საგოლე შანსი მიეცა.
-
- ბუქარესტში სწრაფი გოლის გატანას შევეცდებით.
- ჩისკოს შეცვლის მიზეზი რა იყო?
- მას შესაძლებლობების 50 პროცენტი გამოსდიოდა, ჯაბა დვალმა კი შედარებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.
- მარცხის ერთ-ერთი მიზეზი "სტიაუას" დონის მეტოქეებთან თამაშის გამოცდილების ნაკლებობა ხომ არ იყო?
- შესაძლოა, ასეც იყოს. პენალტის ვერგატანამ კი გული ძალიან დამწყვიტა. რომ დავწინაურებულიყავით, შესაძლოა, მატჩი სულ სხვაგვარად დასრულებულიყო.
- მერებაშვილის თამაშით კმაყოფილი ხართ?
- მას თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია. შეხვედრის გარჩევისას უნდა ვკითხო, რატომ რჩებოდა სეთურიძე მარჯვენა ფლანგზე მარტო.
- ევროპის ლიგის პლეი ოფის წინ გუნდის შემადგენლობის გაძლიერებას ხომ არ გეგმავთ?
- ტრანსფერები ჩემი კომპეტენცია არ არის. კარგია, რომ რამდენიმე დღეში ირაკლი ძარია დაგვიბრუნდება, რომელსაც ტრავმის გამო ბოლო მატჩები გაუცდა.
იხილეთ ვიდეო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]