სტიაუა-დინამოს მატჩს ისლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
ბუქარესტის "სტიაუასა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ისლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მატჩის არბიტრი კრისტინ იაკობსენი იქნება, რომელსაც სიგურდურ ოლი ტორლეიფსონი და ბირკირ სიგურდსონი დაეხმარებიან.

მატჩის დელეგატი ხორვატიიდანაა - ზორან ცვრკი, მსაჯთა დამკვირვებელი კი - ბელგიელი მიშელ პირო. "სტიაუასა" და "დინამოს" საპასუხო მატჩი სამშაბათს, 6 აგვისტოს, ბუქარესტში გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მოგვიგია
ramo
14:49 03-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული