ბუქარესტში გამგზავრებამდე, თბილისის "დინამოს" ოფიციალური ფან-კლუბის წევრები, გლადიატორები გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ და მეტად პრინციპული შეხვედრის წინ ფეხბურთელები გაამხნევეს.
დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, რუმინეთში შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა
მცველები: გივი კვარაცხელია, უსტარიცი, გიორგი სეთურიძე, დავით კვირკველია, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი, დარკო გლიშიჩი
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ჩისკო, გიორგი მერებაშვილი
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დორინ გოგა, ვუო, დავით
დინამოელები რუმინეთში 5 აგვისტოს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Athenee Palace Hilton-ში დაბინავდებიან.
წყარო: fcdinamo.ge