დუშან უჰრინი: "სტიაუას" კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა ბუქარესტის "სტიაუასთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"უპირველესად, "სტიაუას" შემდგომ ეტაპზე გასვლას ვულოცავ. ორივე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში იბრძოდა და ვფიქრობ, მაყურებლმა კარგი, სანახაობრივი შეხვედრა იხილა.

ჩემმა გუნდმა თამაში პასიურად დაიწყო, გოლი გავუშვით, თუმცა მეორე ტაიმის სასტარტო 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და ბურთიც გავიტანეთ.

მეტოქის კარის აღება კიდევ რამდენჯერმე შეგვეძლო და რომ გაგვეტანა, მატჩი უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა.

მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა დავასრულეთ, მაგრამ წინ ევროპალიგის პლეი ოფი გველის,
მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში "ზესტაფონს" ვეთამაშებით",
- თქვა უჰრინმა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


წყარო: fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
სტიაუა - დინამო 1:1 - ჩემპიონთა ლიგა სხვა გზით მოდის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული რომაა ჩადებული ეგ არაა მთავარი საერთოდ გუნდში ცუდი სიტუაციაა ერთმანეთის შურთ და ვერიტანენ ასეთ სიტუაციას მხოლოდ ქართველი მწვრთნელი დაალაგებდა უგრინს კი კიდია ფეხებზე სანამ გუნდში ოჯახური სიტუაცია არ იქნება არაპერი გვეშველება ფიფიაც ვთხოვ და კიდევ იმატ ვისაც ეხება ეს ყოველივე ყურადგება მიაქციოთ
inkognito
16:20 07-08-2013
0
ბატონ ფიფიას ზუგდიდურ ფეხბურტსჰი ცჰაედო იმ ტანხის ნახევარი და ბევრად უკეტესი გუნდი გვეკოლებოდა. სამცუხაროდ ზუგდიდი სტადიონის გარესჰე დატოვა ცინა ხელისუფლებამ, გუნდი კი არსებობს მაგრამ ალბატ უმაგლესჰი ტუ დარცჰა დიდი მიგცევა იკნება
domenti
14:16 07-08-2013
0

სიახლეები პოპულარული