Goal.com-ის ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული საიტი Goal.com-ი ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების წინასწარ სიმბოლურ შემადგენლობას გვთავაზობს, რომელშიც ის 11 ფეხბურთელია შესული, რომელიც გამოცემის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიბრწყინებს ამ სეზონში.

ამ შემადგენლობაში 2-2 წარმომადგენელი მხოლოდ სამ კლუბს ჰყავს: ტურინის "იუვენტუსიდან" მოხვდნენ შტეფან ლიხტშტაინერი და პოლ პოგბა.

მიუნხენის "ბაიერნიდან" - დანტე და ფრანკ რიბერი, ხოლო "ჩელსიდან" - ეშლი კოული და ოსკარი.

სიმბოლურის მეკარე მადრიდის "ატლეტიკოს" გოლკიპერი ტიბო კურტუაა. დაცვაში ლიხტშტაინერთან, კოულთან და დანტესთან ერთად მოხვდა ტიაგო სილვა (პსჟ).

საყრდენ ნახევარმცველებად ილქაი გიუნდოგანი და პოგბა
არიან. შემტევებად: ოსკარი, რიბერი და კრიშტიანო რონალდო.

სიმბოლურის ფორვარდი კი ლიონელ მესია.

ამასთან, საიტი მკითხველებს თავიანთი გემოვნებით სიმბოლური ნაკრების შევსების საშუალებას აძლევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული