ხოსეპ გვარდიოლა: ინგლისში რომ ვიგებ, ორმაგად ბედნიერი ვარ ხოლმე [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტისთან" გამართული მატჩის შემდეგ უზომოდ ბედნიერი იყო.

2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მიუნხენელებმა მეტოქეს სტუმრად დამაჯერებლად სძლიეს (3:1).

ფრანკ რიბერის, თომას მიულერისა და არიენ რობენის გოლებს "ქალაქელებმა" მხოლოდ ალვარო ნეგრედოს ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

"მაშინ, როცა ბურთს არ ვფლობდით, მეტოქეზე ზეწოლას კარგად ვახორციელებდით, რაც "სიტის" ფეხბურთელებს აიძულებდა, გრძელი ჩაწოდებები ეკეთებინათ. ასეთ ბრძოლაში კი გამარჯვებულები ჩვენ გამოვდივართ ხოლმე.

სამაგიეროდ, როდესაც ბურთს თავად ვეუფლებოდით, მის შენარჩუნებას კარგად ვახერხებდით.

მას შემდეგ, რაც ფილიპ ლამმა
შეტევაში ჩართვებს მოუხშირა, საგოლე მომენტები მრავლად გვექმნებოდა.

ძალიან მოგვწონს ტოპ-გუნდებთან დაპირისპირება, განსაკუთრებით, როდესაც თამაში კარგად მიგვდის. საერთოდაც, მიყვარს ინგლისში სტუმრობა, მაგრამ როდესაც ჩემი გუნდი აქ ისე თამაშობს, როგორც დღეს ითამაშა
, ორმაგად ბედნიერი ვარ ხოლმე. იმ ფეხბურთით, როგორიც დღეს ვაჩვენეთ, ყველანი კმაყოფილნი ვართ.

განსაკუთრებით მახარებს ის, რომ საკუთარი შესაძლებლობები სრულად ინგლისის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სტუმრად წარმოვაჩინეთ.

ამავე სულისკვეთებით უნდა ვითამაშოთ საპასუხო მატჩშიც. ამას კი მუხლჩაუხრელად შრომა და განვითარებისკენ მუდმივი
სწრაფვა სჭირდება", - აქვეყნებს გვარდიოლას ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული