ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ბენფიკასთან" კანონზომიერად მოვიგეთ [VIDEO]

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "ბენფიკასთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ფრანგული გუნდის კაპიტანი პორტუგალიელებთან შეხვედრაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. შვედმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მისმა გუნდმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

"ძალიან კარგი გრძნობაა. შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, ხოლო მე მქონდა ბედნიერება, მეტოქის კარში ორი გოლი გამეტანა.

გუნდი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ინდივიდუალური მიღწევები მეორე გვერდზე გადადის. როცა გუნდი კარგად თამაშობს, მეც მიადვილდება.

"ბენფიკასთან" მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, ბევრს ვმოძრაობდით და კანონზომიერად მოვიგეთ.

ამ
გამარჯვებამ საკუთარ თავში რწმენა შეგვმატა, მაგრამ ეიფორიაში არ ვვარდებით. მომდევნო მეტოქე "ანდერლეხტია" და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.

ჩემპიონთა ლიგაზე ორი მატჩი ჩავატარეთ და ორივე მოვიგეთ. შემდეგ ეტაპს მივუახლოვდით, თუმცა ჯერ პლეი ოფში არ ვართ, წინ კი ბევრი რთული მატჩია.

ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ჩვეულებრივი მატჩი, სადაც სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ შემდეგი შეხვედრა უფრო რთული იქნება",
- თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური: შესანიშნავი შვიდეული გამოიკვეთა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვა კანონზომიერებებიც არსებობს.
zviad.
21:47 03-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული