კარლოს ტევესი: ჯგუფიდან რომ გავიდეთ, "რეალს" მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვუგოთ

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ჯგუფიდან რომ გავიდეთ, "რეალს" მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოვუგოთ. არ აქვს მნიშვნელობა, შინ თუ სტუმრად.

მათ სტადიონზე მითამაშია, როცა "მანჩესტერ სიტიში" ვირიცხებოდი და შემიძლია ვთქვა, რომ ატმოსფერო ნამდვილად "ცხელი" იქნება, მაგრამ ფეხბურთში შიშის ადგილი არაა.

"რეალი" ყოველთვის "რეალია". გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ის ნამდვილი ორგანიზაციაა, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედი".

მიუხედავად მათი ახლანდელი სათამაშო ფორმისა, "სამეფო კლუბი" დიადი გუნდია, მე მათ პატივს ვცემ",
-
თქვა ტევესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: "ბერნაბეუ" ყურადღების ცენტრში
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა პატივისცემის ნიშნად შეუგდე ერთი ორი გოლი
irakli
16:55 23-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული