სტატისტიკა და სიმბოლური: იბრა და ბავარია, აბა რა!

AutoSharing Option
ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ნახევარი მიილია. ვნახოთ, რომელი ფეხბურთელები იყვნენ საუკეთესოები. გთავაზობთ უეფას ექსპერტთა ჯგუფის რეიტინგებს და საინტერესო სტატისტიკას.

უბრალოდ, ადამიანურად უნდა შევიბრალოთ მატუს კოზაჩიკი, პლზენის "ვიქტორიას" გოლკიპერი - 29 წლის მეკარეს "ბაიერნის" ფეხბურთელებმა 35-ჯერ დაურტყეს და აქედან 22 დარტყმა კარში წავიდა! 5 შემთხვევაში კოზაჩიკი უძლური იყო, რამე ეღონა. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათის მატჩებში კარისკენ დარტყმებში მე-2 შედეგი "მანჩესტერ იუნაიტედს" ჰქონდა - 17.

თუ გუნდებს შორის "ბაიერნის" უპირატესობა ყველაფრიდან ჩანს, ფეხბურთელებში გამორჩეული შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ვინც "პარი
სენ-ჟერმენს" 4 გოლით შეეშველა "ანდერლეხტის" რბევაში.

მატჩების საუკეთესო მოთამაშეები

ფეხბურთელი თამაში ექსპ.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ანდერლეხტი-პსჟ 10,0
ფრანკ რიბერი ბაიერნი-პლზენი 8,3
შტეფან კისლინგი ლევერკუზენი-შახტ. 8,3
სერხიო აგუერო ცსკა-სიტი 8,0
კრიშტიანო რონალდო რეალი-იუვენტუსი 8,0
უეინ რუნი იუნაიტედი-სოსიედადი 8,0
ემანუელ ებუე გალათასარაი-კოპენჰ. 8,0
კოსტას მიტროღლუ ბენფიკა-ოლიმპიაკოსი 7,0

შენიშნა: ექსპ. - უეფას ექსპერტთა საშუალო შეფასება

ტოპ-5 (III ტური მთლიანად)
ექპერტების რეიტინგით: 10 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9,0 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 8,7 - რიკარდო მონტოლივო (მილანი); 8,7 - ფერნანდო ტორესი (ჩელსი); 8,3 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი)
ფანების რეიტინგით: 9,6 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 9, 0 - სერხიო აგუერო (სიტი); 8,6 - დიდიე დროგბა (გალათასარაი); 8,5 - ფრანკ რიბერი (ბაიერნი), ფერნანდო ტორესი (ჩელსი)

ოთხშაბათის მატჩების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი: იური ტიელემანსი (ანდერლეხტი - 16 წლის)
პოკერი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ)
დუბლი: ფრანკ რიბერი (ბაიერნი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი)

ყველაზე მეტი დარტყმა კარისკენ: 35 - ბაიერნი
ყველაზე მეტი დარტყმა კარში: 22 - ბაიერნი
ყველაზე მეტი ჯარიმა: 25 - ბენფიკა
ყველაზე მეტი კუთხური: 10 - ბაიერნი
ყველაზე მეტი თამაშგარე: 6 - პსჟ
ბურთის ფლობა (%): 70% - ბაიერნი

III ტურის სიმბოლური ნაკრები

პეტრ ჩეხი (ჩელსი, 7,0)

ემანუელ ებუე (გალათასარაი, 8,0), გრეგორი ვან დერ ვილი (პსჟ, 7,8), ეფე ამბროუზი (სელტიკი, 7,0), მაქსველი (პსჟ, 7,0)

რიკარდო მონტოლივო (მილანი, 9,0), ფრანკ რიბერი (ბაიერნი, 8,3), მარსელო დიასი (ბაზელი, 8,0)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ, 10,0), დიეგო კოშტა (ატლეტიკო, 9,0), ფერნანდო ტორესი (ჩელსი, 8,7)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფას ექსპერტები: დიეგო კოშტა საუკეთესო იყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული