ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. E ჯგუფი: "შალკესთვის" ჯერ ადრეა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. E ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ წ
1. ჩელსი 4 3 0 1 11-2 9
2. შალკე 4 2 0 2 4-6 6
3. ბაზელი 4 1 2 1 4-4 5
4. სტიაუა 4 0 2 2 2-9 2


ჩელსი-შალკე 3:0
გოლები: 1:0 ეტო'ო (31), 2:0 ეტოო (54), 3:0 ბა (83)
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, კეჰილი, ასპილიკუეტა - მიკელი, რამირესი – ოსკარი (81. ლემპარდი), ვილიანი, შიურლე (78. დე ბრუინი) - ეტო'ო (77. ბა)
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, მატიპი, ჰიოვედესი, აოგო - ჯონსი, ნოიშტედტერი - დრაქსლერი (62. კლემენსი), ფუხსი (67. მაიერი), ბოატენგი (77. კოლაშინაცი) - სალაი
გაფრთხილება: დრაქსლერი, ჯონსი, უჩიდა
კარში
დარტყმა: 19-11 (9-4) კუთხური: 2-4 თამაშგარე: 2-2 ჯარიმა: 13-17 ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 41 194
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მეორედაც დამტკიცდა, რომ "შალკესთვის" ევროპულ გრანდებთან "ჭიდაობა" ადრეა. გელზენკირხენელთა ერთჯერადი წარმატებებით ამინდი არ იცვლება. "ხუმარებს" პლეი ოფში გასვლის შანსი აქვთ, მაგრამ რისი მაქნისია იენს კელერის გუნდი ამ ეტაპზე, ეს უკვე სხვა თემაა.

"სტემფორდ ბრიჯზე" თამაში მოულოდნელად "შალკეს" აქტიურობით დაიწყო. პირველ რვა წუთში ჩეხის კარისკენ სტუმრებმა 3-ჯერ დასცხეს. ყველაზე სახიფათო იულიან დრაქსლერის იყო. მისი დარტყმა მიზანს სანტიმეტრებში ასცდა. სასტარტო აქტიურობაზე მეტი "შალკემ" ვერაფერი მოიფიქრა.

მთელი დარჩენილი დრო "ჩელსის" უპირატესობით წარიმართა. საკუთარი გუნდის განადგურებას საფუძველი ჩაუყარა ჰილდებრანდმა, ვინც 31-ე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა. მეკარემ ბურთი ეტო'ოს ფეხს მოარტყა და ანგარიში გახსნა. ამის გამო ტიმოს ტრიბუნები მატჩის ბოლომდე ცინიკური ოვაციებით აჯილდოებდა.

მეორე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ვილიანმა და ეტო'ომ მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს.

კელერმა შეცვლებით საკუთარი გუნდი კიდევ უფრო დაასუსტა. კოლოშინაცი თამაშგარეს შექმნისას ჩარჩა და ბამ კარიერაში ევროთასებზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.

* * *
ბაზელი-სტიაუა 1:1
გოლები: 0:1 პიოვაკარი (17), 1:1 სიო (90+1)
ბაზელი: (4-2-3-1): ზომერი - ჯაკა, ივანოვი, შერი, ფოსერი - ფრაი (78. დიასი), დიე - შტოკერი, დელგადო (66. სიო), სალა (84. დეგენი) - შტრელერი
სტიაუა: (4-2-3-1): ტეტერუშანუ - გეორგიევსკი, შუკალა, გარდოში, ლატოვლევიჩი - ბურჩანუ, პინტილი (46. ფილიპი) - პოპა, სტანჩუ (62. კიპჩუ), ტენასე – პიოვაკარი (76. კაპეტანოსი)
გაფრთხილება: ივანოვი, შერი, დეგენი - შუკალა, პიოვაკარი, ბურჩანუ
კარში დარტყმა: 15-11 (6-4) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 0-4 ჯარიმა: 18-13 ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 30 704
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
შვეიცარიაში შტოკერმა პირველი სახიფათო მომენტი მე-3 წუთზე შექმნა, თუმცა მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა. რუმინელები ბურთის გარეშე კი დარჩნენ, მაგრამ ბევრს მოძრაობდნენ და თავისუფალ ზონებს არ ტოვებდნენ.

მე-17 წუთზე შუკალამ უგრძესი პასით პიოვაკარი ზომერთან პირისპირ დატოვა. უკანასკნელი დარტყმას უჩვეულოდ დიდხანს ამზადებდა, თუმცა მიზანს მაინც უწია.

"ბაზელს" რამდენიმე წამში შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ფრაის დარტყმას სიზუსტე დააკლდა. გათანაბრება შეეძლო შტოკერსაც. ტეტერუშანუ ბურთს ადგილზე დახვდა.

მეორე ნახევარში იმატა ტემპმა და უხეშობამ. რუმინელები იძულებულნი გახდნენ, რომ მთელი ძალები საჯარიმოს დასაცავად გადაესროლათ.

თამაში გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა სიომ. მან თავიდანვე მეტისმეტი მონდომა და კინაღამ ყვითელი მიიღო შეტევაში, თუმცა მისმა მონდომებამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შედეგი მაინც გამოიღო. მან შტოკერის ფლანგური გადაცემა ეფექტურ ვარდნაში გოლად აქცია.

მომდევნო ტური
26 ნოემბერი:
ბაზელი-ჩელსი, სტიაუა-შალკე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული