მასიმილიანო ალეგრი: გვეშველება, როცა ყველა ტრავმირებული გამოჯანმრთელდება

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

6 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" მილანელები შინ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. დუბლი ლიონელ მესიმ შეასრულა, ერთიც სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა, ჟერარდ პიკემ კი ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

"რატომ არ იყო ბალოტელი ძირითადში? ყველაფერი მარტივადაა - მან ნაკრებში ტრავმა მიიღო, ბოლო დროს კი მზად არ იყო და ამიტომაც მას სხვა ვამჯობინე. მეორე ტაიმში კი მარიო რამდენჯერმე კარგად გაისარჯა.

რა თქმა უნდა, მისგან ყველა დიდებულ თამაშს მოელის. მან უნდა მოუმატოს,
აღიდგინოს ფორმა, რათა ყოველ მესამე დღეს თამაში შეძლოს. ეს კი არცთუ მარტივია ფიზიკური შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიის მხრივ.

დღეს ჩვენ "ბარსელონას" წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და ხასიათიც ვაჩვენეთ. ავირჩიე სქემა, რომელშიც კაკას თავისუფლად მოქმედების მეტი საშუალება ჰქონდა. პირველ მატჩში მას უფრო მეტად შავი სამუშაოს შესრულება ევალებოდა და ზოგჯერ სულაც მცველის როლს ითავსებდა.

როდესაც ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება, გუნდი გაცილებით უკეთესად ათამაშდება და უკეთეს შედეგსაც აჩვენებს. ეს უკანასკნელი კი თავდაჯერებას მოგვიტანს",
- თქვა ალეგრიმ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. H ჯგუფი: "აიაქსის" მადლიერი "მილანი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული