ჟოზე მოურინიოს პასუხი კრიტიკოსებს [VIDEO]

AutoSharing Option
"ჩელსიმ" ბოლო ტურში "ნიუკასლთან" შეხვედრა სუსტად ჩაატარა და საბოლოოდ უშანსოდ დამარცხდა - 0:2. პრესამ და საფეხბურთო ექსპერტებმა ჟოზე მოურინიოს გუნდი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქციეს, რაზეც "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა ღირსეული პასუხი გასცეს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ტრადიციულად, საკადრო გადაადგილებებს მიმართა და გერმანელებს "სტემფორდ ბრიჯზე" მინიმალური შანსიც კი არ დაუტოვა. თამაშის დასრულების შემდეგ "განსაკუთრებულმა" საკუთარი გუნდის გარჯა, რა თქმა უნდა, დადებითად შეაფასა. აი, რა თქვა მან პრესკონფერენციაზე:

"ნიუკასლთან" თამაშის შემდეგ უბრალოდ ფეხბურთელთა პოზიციების შეცვლა და შემადგენლობის გადახალისება კი არა, ფსიქოლოგიური ატმოსფეროს გაჯანსაღება გვჭირდებოდა.
დებიუტი ერთგვარად ნერვიული გამოვიდა. გუნდი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, ბურთს კარგავდა, თანაც, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს. დაბნეულობა დიდხანს არ გაგრძელებულა. თამაში ჯერ გავათანაბრეთ, მერე კი მასზე კონტროლი დავაწესეთ. გადავედით ბურთის აგრესიულ ართმევაზე.

კონტრშეტევებისას მოედნის სივრცეს მთლიანად ვიყენებდით. "ბაზელთან" წაგებამ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენა, თუმცა სიტუაცია უკვე გამოვასწორეთ და ჯგუფიდან გასვლა, პრაქტიკულად, გავინაღდეთ.

ეტო'ო ნელ-ნელა პოულობს საკუთარ თამაშს. მან "ანჟიში" ორი წელიწადი, პრაქტიკულად, ნულოვანი მოტივაციის პირობებში ითამაშა, რის გამოც კონდიციებიც დაკარგა და თამაშის ხალისიც. ახლა კი ყველაფერი თავის კალაპოტში ჯდება, სამუელი ჯერ მხოლოდ 32 წლისაა.

არ მინდა, მოგატყუოთ და გითხრათ, რომ აზარმა ტრავმის გამო არ ითამაშა. ედენი პატარა ბიჭია, მის ასაკში კი შეცდომას ყველა უშვებს. აღმზრდელმა ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. შესაბამისად, მის დასჯას მკაცრად არ ვაპირებთ. აზარს დღესაც სურდა მოედანზე გასვლა, თუმცა განაცხადშიც კი არ შემიყვანია, რამაც ის ალბათ ძალიან გააბრაზა. ის შაბათს ითამაშებს. მორჩა"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბა და სუონსი
მიმდინარე სეზონში "სუონსის" უმთავრესი პრობლემა ნაკლებად შედეგიანი თამაშია. ეს მაშინ, როცა "გედებმა" ბოლო წლებში სწორედ შემტევი ფეხბურთით გაითქვეს სახელი. მიქაელ ლაუდრუპს განკარგულებაში 3 თავდამსხმელი ჰყავს: ალვარო ვასკესი, ვილფრიდ ბონი და მიგელ მიჩუ. სამეულის ანგარიშზე სულ 4 გოლია.

უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა იანვარში გუნდის თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა. თითქოს პრობლემა ბონის ტრანსფერს უნდა მოეგვარებინა, მაგრამ პირიქით კი მოხდა, გოლების გატანას მიჩუმაც უკლო. ყველაზე რეალური "ლიბერთი სტედიუმზე" "ჩელსიდან" დემბა ბას გადაბირებაა. 28 წლის სენეგალელი მოურინიოს გუნდის ძირითადში ვერ ხვდება და სიმართლე ითქვას, ამის იმედი მას არც უნდა ჰქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. E ჯგუფი: "შალკესთვის" ჯერ ადრეა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული