რუბინის ფეხბურთელებმა კოპენჰაგენთან მატჩის წინ ინტერნატი მოინახულეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური რაუნდის მატჩის წინ "კოპენჰაგენთან" "რუბინმა" სოციალური აქცია ჩააატარა და  ქალაქ ზელენოდოლსკში ფსიქონევროლოგიურ ინტერნატს ესტუმრა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელებმა, რომან შარონოვმა, ანდრეი გორბანეცმა და დავით კვირკველიამ, ასევე ახალგაზრდული გუნდის უფროსმა მწვრთნელმა იური უტკულბაევმა და კლუბის სელექციონერმა, "რუბინის" ვეტერანმა ოლეგ ნეჩაევმა.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა, ინტერნატის საფეხბურთო გუნდის წევრებს ფეხბურთელებთან და კლუბის თანამშრომლებთან დაკონტაქტების, ავტოგრაფების ჩამორთმევის და სურათების გადაღების საშუალება მიეცათ. ამასთან, "რუბინელებმა" ინტერნატში საფეხბურთო ფორმა, ბურთები და სპორტული ლიტერატურა მიიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული