ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელებმა, რომან შარონოვმა, ანდრეი გორბანეცმა და დავით კვირკველიამ, ასევე ახალგაზრდული გუნდის უფროსმა მწვრთნელმა იური უტკულბაევმა და კლუბის სელექციონერმა, "რუბინის" ვეტერანმა ოლეგ ნეჩაევმა.
შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა, ინტერნატის საფეხბურთო გუნდის წევრებს ფეხბურთელებთან და კლუბის თანამშრომლებთან დაკონტაქტების, ავტოგრაფების ჩამორთმევის და სურათების გადაღების საშუალება მიეცათ. ამასთან, "რუბინელებმა" ინტერნატში საფეხბურთო ფორმა, ბურთები და სპორტული ლიტერატურა მიიტანეს.