თუმცა შესვენების შემდეგ კლაუდიო რანიერის ბიჭებმა ძალ-ღონე მოიკრიბეს და არცთუ საუკეთესო შემადგენლობით მოთამაშე მიუნხენელებს თავბედი აწყევლინეს. ტრავმამოშუშებულმა ფრანჩესკო ტოტიმ მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშა, მაგრამ გამარჯვებაში წონადი წვლილი მაინც შეიტანა. "ბაიერნს" მერვედფინალის საგზური უკვე დაბევებული ჰქონდა, "რომას" კი ფლეი ოფში გასასვლელად ბოლო ტურში რუმინეთში ფრეც ჰყოფნის, მაგრამ შეიძლება, არც ეს ქულა
ტურის მეორე ცენტრალური დაპირისპირება "ამსტერდამ არენაზე" გაიმართა, სადაც "აიაქსმა" "რეალს" იოტისოდენა წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. სამეფო კლუბმა დიდებულად ითამაშა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ შეხვედრის მიწურულს მადრიდელებმა უკადრებელი იკადრეს - დროის გაჭიანურებისთვის თავი ჯერ ხაბი ალონსომ გაიგდო, შემდეგ კი სერხიო რამოსმა. ასე აიცილეს თავიდან მათ ჯგუფური ეტაპის ბოლო, ყოვლად უმოტივაციო მატჩში მონაწილეობა. მათი გაძევებებისას ჟოზე მოურინიოს წარბიც არ შეუხრია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს მწვრთნელის დავალება იყო. "მილანმა" "ოსერს" ასევე დამაჯერებლად სძლია, რითაც ჯგუფში მეორე ადგილი დაიბევა. ეფექტური იყო რონალდინიოს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი.
მოსკოვის "სპარტაკმა" ლიგა ორი გამარჯვებით დაიწყო, მაგრამ მერე "აურია" და "მარსელთან" საშინაო მარცხით მერვედფინალში გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა. "სახალხო გუნდი" ევროპის ლიგით დაკმაყოფილდება, ვალერი კარპინმა კი ჯანო ანანიძისთვის მხოლოდ 14 წუთი გაიმეტა. გამოუცდელი კადრებით სავსე "ჩელსიმ" "ჟილინას" კინაღამ ქულა გაატანა, მაგრამ მატჩის ბოლოს საწადელს მაინც მიაღწია.
"ბრაგამ" ლონდონში განცდილი მწარე მარცხისთვის შური გუშინ იძია და ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი შეინარჩუნა, "არსენალმა" კი ზედიზედ სამ გამარჯვებას ორი წაგება მიაყოლა და ბოლო ტურში შინ მაჩანჩალა "პარტიზანის" ძლევა დასჭირდება. მერვედფინალი ჯერ "შახტარსაც" არ დაუბევებია, მაგრამ უკრაინელებს არცთუ რთული ამოცანა აქვთ - ბოლო ტურში დონეცკში "ბრაგასთან" სამი ბურთით არ უნდა წაგონ.
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური
E ჯგუფი
რომა-ბაიერნი 3:2 [იხილეთ ვიდეო]
რომა: ჟულიო სერჟიო - კასეტი, მექსესი, გ. ბურდისო, რიისე - გრეკო (46. სიმპლისიო), დე როსი, ბრიგი (75. ტოტი) - მენეზი - ბორიელო, ვუჩინიჩი (82. დ. პიზარო).
ბაიერნი: კრაფტი - ლამი, ვან ბუიტენი, დემიჩელისი, პრანიჩი - ტიმოშჩუკი, ოტლი - მიულერი (73. კონტენტო), კროოსი (77. ალტინტოპი), რიბერი - გომესი.
გოლები: 0:1 გომესი (34), 0:2 გომესი (39), 1:2 ბორიელო (49), 2:2 დე როსი (81), 3:2 ტოტი (84. პენ.)
მაყურებელი: 45 000
არბიტრი: ა. უ. მალენკო (ესპანეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რომა
პირველი კუთხური: ბაიერნი
პირველი ჯარიმა: რომა
პირველი გაფრთხილება: რომა
17 (10) დარტყმა 16 (3)
16 ჯარიმა 7
3 კუთხური 4
4 გაფრთხილება 2
39% ბურთის ფლობა 61%
ბაზელი-კლუჟი 1:0
ბაზელი: კოსტანცო - ინკოომი, აბრაჰამი, ფერატი, საფარი - ტემბო (90. ზანი), იაპი, კაბრალი, შაქირი (86. ხაკა) - ფრაი (90. ატანი), ალმერარესი.
კლუჟი: ნუნუ კლარო - ტონი, კადუ, პიკოლო, რადა - კულიო (75. სფორცინი), ტომაშ კოშტა, კივუვუ, ლეონარდო (58. ე. კონე)- რაფაელი, ტრაორე (46. ბიელანოვიჩი).
გოლი: 1:0 ალმერარესი (15)
გაძევება: პიკოლო (88)
მაყურებელი: 26 000
არბიტრი: ლ. დუჰამელი (საფრანგეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: კლუჟი
პირველი კუთხური: კლუჟი
პირველი ჯარიმა: ბაზელი
პირველი გაფრთხილება: ბაზელი
23 (3) დარტყმა 5(0)
17 ჯარიმა 19
6 კუთხური 0
1 გაფრთხილება 3
64% ბურთის ფლობა 36%
1. ბაიერნი 5 4 0 1 13-6 12
2. რომა 5 3 0 2 9-10 9
3. ბაზელი 5 2 0 3 8-8 6
4. კლუჟი 5 1 0 4 5-11 3
F ჯგუფი
სპარტაკი-მარსელი 0:3
სპარტაკი: დიკანი - მაკეევი, სუხი, პარეხა, შტრანცლი - მაკგიდი, შეშუკოვი (75. დრინჩიჩი), იბსონი (76. ანანიძე), დ. კომბაროვი - არი, ველიტონი.
მარსელი: მანდანდა - ასპილიკუეტა, დიავარა, მბია, ჰაინცე - ლუჩო გონსალესი (76. აბრიელი), ე. სისე, ა. აიუ - რემი (82. კაბორე), ვალბუენა (69. ბენ. შეირუ) - ბრანდაო.
გოლები: 0:1 ვალბუენა (18), 0:2 რემი (54), 0:3 ბრანდაო (68)
გაძევება: ველიტონი (64)
მაყურებელი: 60 000
არბიტრი: ვ. შტარკი (გერმანია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: მარსელი
პირველი კუთხური: მარსელი
პირველი ჯარიმა: მარსელი
პირველი გაფრთხილება: მარსელი
3 (0) დარტყმა 8 (4)
18 ჯარიმა 23
5 კუთხური 2
2 გაფრთხილება 1
62% ბურთის ფლობა 38%
ჩელსი-ჟილინა 2:1 [იხილეთ ვიდეო]
ჩელსი: ტერნბული - პაულო ფერეირა, ივანოვიჩი, ბრუმა, ვან აანჰოლტი - მაკერენი (90. მელისი), რამირესი, მალუდა - სტარიჯი (74. ანელკა), კაკუტა (46. კალუ), დროგბა.
ჟილინა: დუბრავკა - ანგელოვიჩი, პეჩალკა, პიაჩეკი, გერგელი - იეჟი, გულდანი, ბელო, ვლადავიჩი - მაიტანი, ორავეცი (65. შესაი).
გოლები: 0:1 ბელო (19), 1:1 სტარიჯი (51), 2:1 მალუდა (86)
მაყურებელი: 15 000
არბიტრი: რ. შიორგენჰოფერი (ავსტრია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ჟილინა
პირველი კუთხური: ჟილინა
პირველი ჯარიმა: ჩელსი
პირველი გაფრთხილება: ჩელსი
33 (10) დარტყმა 6(5)
13 ჯარიმა 9
12 კუთხური 1
1 გაფრთხილება 0
64% ბურთის ფლობა 36%
1. ჩელსი 5 5 0 0 14-3 15
2. მარსელი 5 3 0 2 11-3 9
3. სპარტაკი 5 2 0 3 5-9 6
4. ჟილინა 5 0 0 5 2-17 0
G ჯგუფი
ოსერი-მილანი 0:2 [იხილეთ ვიდეო]
ოსერი: სორინი - ჰენგბარტი (59. შაფნი), კულიბალი, გრიხტინგი, დუდკა - ოლიე, პედრეტი, ნდინგა, ბირსა - სამარიტანო (66. კერსია), კონტუ (82. ტრაორე).
მილანი: აბიატი - აბატე, ნესტა, ტიაგო სილვა, ძამბროტა - გატუზო (90. შტრასერი), ამბროზინი, ფლამინი - ზეედორფი (76. კ. პ. ბოატენგი) - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი (86. რონალდინიო).
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (64), 0:2 რონალდინიო (90)
მაყურებელი: 23 000
არბიტრი: დ. სკომინა (სლოვაკეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: ოსერი
პირველი კუთხური: მილანი
პირველი ჯარიმა: მილანი
პირველი გაფრთხილება: მილანი
12(3) დარტყმა 8(2)
12 ჯარიმა 13
5 კუთხური 3
0 გაფრთხილება 3
46% ბურთის ფლობა 54%
აიაქსი-რეალი 0:4 [იხილეთ ვიდეო]
აიაქსი: სტეკელენბურგი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, სულეიმანი (88. ერიქსენი) - დე იონგი (77. ლინდგრენი) - სუარესი, ელ-ჰამდაუი (46. დე ზეუვი), ემანუელსონი.
რეალი: კასილასი - სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი, არბელოა, მარსელო - ხაბი ალონსო, ლ. დიარა (82. მატეოსი) - კრიშტიანო რონალდო, იოზილი, პედრო ლეონი (65. დი მარია) - ბენზემა (82. კანალესი).
გოლები: 0:1 ბენზემა (36), 0:2 არბელოა (44), 0:3 რონალდო (69), 0:4 რონალდო (81. პენ.)
გაძევება: ხაბი ალონსო (87), სერხიო რამოსი (90)
მაყურებელი: 51 000
არბიტრი: კ. ტომსონი (შოტლანდია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: რეალი
პირველი კუთხური: აიაქსი
პირველი ჯარიმა: აიაქსი
პირველი გაფრთხილება: რეალი
10(1) დარტყმა 21(10)
25 ჯარიმა 9
2 კუთხური 5
2 გაფრთხილება 2
47% ბურთის ფლობა 53%
1. რეალი 5 4 1 0 11-2 13
2. მილანი 5 2 2 1 7-5 8
3. აიაქსი 5 1 1 3 4-10 4
4. ოსერი 5 1 0 4 3-8 3
H ჯგუფი
ბრაგა-არსენალი 2:0
ბრაგა: ფელიპე - მიგელ გარსია, მოისესი, როდრიგესი, ელდერსონი - ვანდინიო (90. უგო ვიანა), ლეანდრო სალინო - ალანი, ლუიშ აგილარი (80. მადრიდი), მატეუში - ლიმა (81. ელტონი).
არსენალი: ფაბიანსკი - ებუე, სკილაჩი, ჯურუ, გიბსი - დენილსონი, უილშირი - უოლკოტი (77. ველა), ფაბრეგასი (69. ნასრი), როსიცკი - ბენდტნერი (74. შამახი).
გოლები: 1:0 მატეუში (83), 2:0 მატეუში (90)
მაყურებელი: 25 000
არბიტრი: ვ. კაშაი (უნგრეთი)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: არსენალი
პირველი კუთხური: ბრაგა
პირველი ჯარიმა: არსენალი
პირველი გაფრთხილება: არსენალი
9(3) დარტყმა 9(1)
23 ჯარიმა 19
2 კუთხური 4
2 გაფრთხილება 5
29% ბურთის ფლობა 71%
პარტიზანი-შახტარი 0:3
პარტიზანი: სტოიკოვიჩი - სტევანოვიჩი, მ. იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - პეტროვიჩი (64. მედო), სმილიანიჩი - ბაბოვიჩი, მორეირა (73. Dავიდოვი), ს. ილიჩი (84. ილიევი) - კლეო.
შახტარი: პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიტსკი, რაცი - გაი (74. ვიცენეცი), სტეპანენკო - დუგლას კოშტა (62. ედუარდო), ჟადსონი (75. ალექს ტეიშეირა), ვილიანი - ლუიშ ადრიანო.
გოლები: 0:1 სტეპანენკო (52), 0:2 ჟადსონი (59), 0:3 ედუარდო (68)
მაყურებელი: 25 000
არბიტრი: ფ. დე ბლეეკერე (ბელგია)
სტატისტიკა
მატჩი დაიწყო: პარტიზანი
პირველი კუთხური: შახტარი
პირველი ჯარიმა: პარტიზანი
პირველი გაფრთხილება: შახტარი
16(4) დარტყმა 7(4)
22 ჯარიმა 20
6 კუთხური 8
3 გაფრთხილება 3
41% ბურთის ფლობა 59%
1. შახტარი 5 4 0 1 10-6 12
2. არსენალი 5 3 0 2 15-6 9
3. ბრაგა 5 3 0 2 5-9 9
4. პარტიზანი 5 0 0 5 1-10 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"