ვენგერი მსაჯობით და ბრაგას ტაქტიკით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"არსენალის" მთავარი მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "ბრაგასთან" მატჩის შემდეგ ყურადღება მსაჯების ცუდ მუშაობაზე გაამახვილა, განსაკუთრებით იმ მსაჯების, რომლებიც კარს უკან დგანან. ფრანგი სპეციალისტის აზრით, მის გუნდს ურთიერთშეთანხმებულობა და კონცენტრაცია არ ეყო. პორტუგალიურ კლუბთან წაგება, ლონდონელებს შესაძლოა ჯგუფში დარჩენად დაუჯდეთ.

"შედეგით იმედგაცრუებული ვარ, ჩვენ ხომ მეტოქის ნახევრიდან თითქმის არ გადმოვსულვართ, მაგრამ როგორღაც წაგება მოვახერხეთ. ებეუს ტრავმა მიაყენეს, მოედნიდან საკაცითაც კი გაიყვანეს, მაგრამ რეფერიმ ამ სიტუაციაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. შემდეგ აშკარა პენალტი არ დაგვინიშნა.

საერთოდ, რისთვისაა საჭირო მეხუთე მსაჯი, თუ ვერაფერს ხედავს?
ახალი სისტემა დამატებითი მსაჯებით, უსარგებლოა. მეორე მხრივ, ეს რთული მატჩი იყო გუნდთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა თამაშის ტემპი დააგდოს. ჩვენ ვცდებოდით, გვაკლდა ურთიერთშეთანხმებული თამაში და კონცენტრაცია და ამის შედეგად დავისაჯეთ.

რაც შეეხება ფაბრეგასს, მას მუხლის მყესების ტრავმა აქვს და საბედნიეროდ, არა იმ ფეხზე, რომელიც დიდი ხანია დაშავებული ქონდა. რთული სათქმელია რამდენ ხანს გამოტოვებს. უახლოესი ტურის მატჩში ის ნამდვილად ვერ ითამაშებს. ებეუ კი რამდენიმე კვირით დაგვაკლდება", - განაცხადა ვენგერმა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული