სოლბაკენს რუსებმა ლენინის ბიუსტი აჩუქეს

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის გასამართად რუსეთში ჩასულ "კოპენჰაგენის" მთავარ მწვრთნელ სტოლე სოლბაკენს მასპინძლებმა ლენინის ბიუსტი აჩუქეს.

ყაზანში, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დანიელთა თავკაცმა უცნაური საჩუქარი "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტისგან ჯერ კიდევ "რუბინთან" პირველი მატჩის დროს გამოთქმული პოლიტიკური შეხედულებების გამო მიიღო. მაშინ სოლბაკენმა აღიარა, რომ მემარცხენე შეხედულებებს იზიარებს და სულით ხორცამდე სოციალისტია. რუსებსაც მეტი რა უნდოდათ? სტუმარს სოციალიზმის დიდი ბელადის ბიუსტი დაახვედრეს.

"კოპენჰაგენის" თავკაცმა საჩუქარი სიხარულით მიიღო და მასთან ერთად კამერების წინაც იპოზიორა, რის შემდეგაც დიდი ბელადის ბიუსტით ხელდამშვენებული ვარჯიშზე გაეშურა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული