კრიშტიანო რონალდოს მხარდასაჭერად 45 ათასი ქომაგი მის ნიღაბს გაიკეთებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გულშემატკივრები "გალათასარაისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში კრიშტიანო რონალდოს მხარდასაჭერად აქციას გეგმავენ.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" იტალიიდან 45 ათას ნიღაბს ჩამოიტანენ, რომელზეც პორტუგალიელი ფეხბურთელის სახე იქნება გამოსახული.

ქომაგები ნიღბის გაკეთებას შეხვედრის დროს აპირებენ და ამით გვერდში დაუდგებიან რონალდოს ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერთან მომხდარ ინციდენტსა და ასევე, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში.

აქვე გეტყვით, რომ თავად პორტუგალიელი "გალათასარაის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

"რეალსა" და "გალათასარაის" შორის მატჩი 27 ნოემბერს, 23:45 საათზე გაიმართება.

მომზადებულია futbol.as.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა ვნახავთ, თუ რას წარმოადგენს რეალი კრისტიანუს გარეშე.
zwape
19:00 26-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული