ბენიტესი: მოგებებს იტალიაშიც დავიწყებთ

AutoSharing Option
"ინტერის" მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი იმედოვნებს, რომ "ნერაძურის" ჩემპიონთა ლიგაში "ტვენტეს" დამარცხება კარგად განაწყობს და გუნდი შემდეგ მატჩებშიც გაიმარჯვებს. ესპანელი სპეციალისტი სერია A-ში რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ ძლიერი ზეწოლის ქვეშ იყო. 

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშის დამაჯერებლად მოგება, რათა ჩვენზე ზეწოლა შეგვემცირებინა. ახლა, იმედი მაქვს, რომ გუნდი თავის თავს ხელახლა აღმოაჩენს. როცა ფეხბურთელებს უჭირთ, ცხადია, რომ მწვრთნელი გარკვეული წნეხის ქვეშაა. პირველ ტაიმში მეტოქე დავჩაგრეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გამოცდილმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ფონს გასვლა ძნელია. ვიმედოვნებ, რომ მოგებებს
იტალიის ჩემპიონატშიც დავიწყებთ", - განცხადა ბენიტესმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული