ვალენსია მანჩესტერსაც ემუქრება

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი "ბურსასფორთან" გამანადგურებელი ანგარიშით 6:1 გამარჯვების შემდეგ აცხადებს, რომ მისი გუნდი მიღწეულს არ დასჯერდება და ჯგუფური რაუნდის ბოლო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" C ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვებას შეეცდება.

"დიდი ანგარიშით მოვიგეთ, რაც განსაკუთრებით მახარებს. გულშემატკივრებისა და ფეხბურთელებისთვის ეს ყოველთვის სასიამოვნოა. ბოლო საშინაო მატჩებში სანახაობრივი ფეხბურთის თამაში არცთუ კარგად გამოგვდიოდა, მაგრამ დღეს წარმატება ჩვენს მხარეს აღმოჩნდა. ჯგუფიდან გასვლის საკითხი გადწყვეტილია, ახლა პირველი ადგილის დაკავებას უნდა ვეცადოთ. ამისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებაა აუცილებელი. რთული მიზანია, მაგრამ ყველაფერს ვიღონებთ", - განაცხადა
უნიაო ემერიმ.


მომზადებულია  uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული