კლუჟმა მწვრთნელი გაუშვა

AutoSharing Option
”კლუჟის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის სორინ კირცუს პოსტიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 5-ე ტურში ”ბაზელთან” 0:1 წაგებული შეხვედრისას მწვრთნელის არაადექვატურმა საქციელმა გამოიწვია.

წაგებით განრისხებულმა კირცუმ თავისი მრისხანება შვეიცარიელთა სტადიონის სამწვრთნელო სკამზე გადმოანთხია და ფეხის ერთი დარტყმით გატეხა. აღსანიშნავია, რომ ”კლუჟმა” მწვრთნელი მიმდინარე სეზონში უკვე მეორედ გამოიცვალა: სექტემბერში თავისი პოსტი კირცუს წინამორბედმა ანდრეა მანდორლინიმ დატოვა.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული