მისივე თქმით, ის დიდი ხანია აკვირდება "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მუშაობას.
"ვფიქრობ, არც "სიტიში" სურდათ "ბარსელონასთან" შეხვედრა. ჩვენთვის მთავარია, თებერვლის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ.
ყოველთვის ინტერესით ვადევნებდი თვალს პელეგრინის მუშაობას სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.
ჩემი აზრით, ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემთვის პატივია იმ გუნდს ვეთამაშო, რომელსაც პელეგრინი წვრთნის", - თქვა მარტინომ.
მომზადებულია El Mundo
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა