ხერარდო მარტინო: "ვფიქრობ, არც "სიტიში" სურდათ "ბარსელონასთან" შეხვედრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი 1/8-ფინალურ მატჩებს კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს.

მისივე თქმით, ის დიდი ხანია აკვირდება "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, მანუელ პელეგრინის მუშაობას.

"ვფიქრობ, არც "სიტიში" სურდათ "ბარსელონასთან" შეხვედრა. ჩვენთვის მთავარია, თებერვლის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდეთ.

ყოველთვის ინტერესით ვადევნებდი თვალს პელეგრინის მუშაობას სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში.

ჩემი აზრით, ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ჩემთვის პატივია იმ გუნდს ვეთამაშო, რომელსაც პელეგრინი წვრთნის",
- თქვა მარტინომ.

მომზადებულია El Mundo
Deportivo-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური წყვილები გაირკვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული