კლარენს ზეედორფი: ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ყველამ დაინახა, რა გააკეთეს ჩემმა ფეხბურთელებმა მოედანზე. მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ბოლო 20 წუთში ტემპი დავაგდეთ და "ატლეტიკომ" ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა, ამის მიუხედავად, უამრავი მომენტი შევქმენით.

გაშვებულ გოლთან დაკავშირებით არ გაგვიმართლა, მაგრამ პირველ ტაიმში ფეხბურთელების თავდადება დავინახე.

ბალოტელიმ გუნდზე კარგად იმუშავა, მეტოქე გუნდის მცველებს აწუხებდა და მომენტებსაც ქმნიდა.

გასვლითი შეხვედრა რთული იქნება. "ვისენტე კალდერონზე" განსაკუთრებული ატმოსფეროა, იქ რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი მაქვს ჩატარებული.
ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს განმეორებითი მატჩისთვის ოპტიმიზმის სრული უფლება აქვთ",
- თქვა ზეედორფმა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Sky Sport Italia-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
მილანი-ატლეტიკო 0:1 - "ატლეტიკომ" სტატუსი გაამართლა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული