19 თებერვალს, "სან სიროზე" გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში, "ატლეტიკომ" დიეგო კოშტას ერთადერთი გოლით გაიმარჯვა.
"თამაში კარგად დავიწყეთ და პირველი ათი წუთი სათანადოდ გავისარჯეთ - თამაში მეტოქის ნახევარზე წარვმართეთ, მაგრამ შემდეგ, ბურთის დაკარგვასთან ერთად, ჩემი გუნდი სულ უფრო უკან იხევდა. "მილანი" ძლიერი გუნდია, რომელმაც სასწაულებრივად ვერ მოახერხა შეცდომებზე ჩვენი დაჭერა.
მეორე ტაიმში გადავეწყვეთ და უფრო აგრესიულად ავთამაშდით, რამაც
ალბათ, შეამჩნევდით, რომ მეორე ტაიმში "ატლეტიკომ" დიდი სამუშაო ჩაატარა. "მილანმა" შეტევაზე გაამახვილა ყურადღება და აქტიურად დაიწყო ფლანგების გამოყენება.
პირველ ტაიმში ყველაფერი ჩვენი გუნდის მეკარის თამაშმა გადაწყვიტა, მეორე ტაიმში კი მთავარი გმირი დიეგო კოშტა გახდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ბუნებრივია, წინ საპასუხო მატჩია და გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. ჩვენი წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ მეორე მხრივ, "ვისენტე კალდერონზე" უმძიმესი 90 წუთი გველის", - აქვეყნებს სიმეონეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
მილანი-ატლეტიკო 0:1 - "ატლეტიკომ" სტატუსი გაამართლა [VIDEO]