დევიდ მოიესი: გაოცებული ვარ, არ მეგონა, ასე ცუდად თუ ვითამაშებდით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ჩატარებული ყველაზე ცუდი მატჩი. საერთოდ არაფერს ვიმსახურებდით. გაოცებული ვარ, არ მეგონა, ასე ცუდად თუ ვითამაშებდით.

პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, ვალდებულები ვართ, უკეთესად ვითამაშოთ.

ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან. მატჩისთვის კარგი განწყობით ვემზადებოდით, მაგრამ თამაშზე ეს არ აისახა.

მე და ჩემს გუნდს თავი არ გამოგვიჩენია. სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ისინი ახლა ცუდ განწყობაზე არიან, მათ ესმით, როგორ ცუდად ითამაშეს, თუმცა
წინ საპასუხო მატჩია.

ადრე "ოლდ ტრეფორდი" არაერთხელ გამხდარა დაუჯერებელი მატჩის მომსწრე. იმედია, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაპირისპირების ბედი შემოვატრიალოთ",
- თქვა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ოლიმპიაკოსის" საპასუხო შეხვედრა 19 მარტს ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0 - ცუდი "წლის მატჩი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
სანამ არ გააგდებენ მოიესს და არ იყიდიან რიგიან ფეხბურთელებს არაფერი გამოვა. ასეთი ცუდი თამაში არც კი მახსოვს მანჩესტერის. კი წაუგია უფრო დიდი ანგარიშით, მაგრამ ასე უნიათოდ, რომ თამაშობდნენ პირველად ვნახე. უხადონ ეხლა რუნის 300 000 კვირაში. ამერიკის პრეზიდენტი წელიწადში 280 000 იღებს და ეს რუნი, გაუთლელი ხეპრე (სახეზე ეტყობა)რით იმსახურებს ამხელა თანხას? 300 000 კი არა 300 ლარი არ უნდა მისცე კვირაში. მთელი გუნდი შესაცვლელია. ისე ჩანდა, თითქოს გუნდი პირველად მოხვდა ლიგის გათამაშებაში, ისე ცუდად გამოიყურებოდნენ. კრიზისი იმდენად ღრმაა ჩემი აზრით, რომ მარტო მოიესის გაგდება არ უშველის. ისე ფილ ნევილს რომ მოიყვან მოადგილედ, მეტის ღირსი ხარ! მაგრამ ეს ყველაფერი ფერგიუსონის ბრალია. მისი მოყვანილია მოიესი და არც ფეხბურთელები ჰყავს რიგიანი. გასაგდებია ევრა, ფერდინანდი, ვიდიჩი, სმოლინგი, ვალენსია (მარტორქას ბუნება აქვს, გვერდზე ვერ იყურება და დაშლიგინებს) იანგი (ქვეშაფსია) კარიკი, კლევერლი, კაგავა, რუნიც და ვან პერსიც. ისინიც კი ვინც არ თამაშობდნენ:ჯონსისგან, რაფაელისგან, ნანისგან, ბუტნერისგან და მათი ძმებისგან არაფერი გამოვა. ყველანი ესენი საშუალო დონის ფეხბურთელები არიან და იმიტომაც აქვს ასეთი შედეგები გუნდს. ფერგიუსონი რომ ყოფილიყო ეხლა მაინც იგივე ვითარება იქნებოდა. კაი ეშმაკია ეგ ცხირწითელა შოტლანდიელი; დაინახა, რომ ამ გუნდიდან არაფერი გამოვიდოდა, რადგან ამოწურა და მოტყდა და შეატოვა ამ გოიმ მოიესს. რაა თუ აქამდე წვრთნიდა გუნდს, რამდენიმე წელი ვერ გაძლებდა. რუნი და ვან პერსი ვახსენე იმიტომ, რომ როცა გუნდს უჭირს, ლიდრებმა ტრაკი ხომ უნდა გაანძრიონ და თანაგუნდელებს შემოუძახონ, დასჭყივლონ, გამოაფხიზლონ. ასეთი არაფერი გაუკეთებიათ, თითქოს ვალის მოსახდელად იყვნენ მინდორზე!!1
ynwa
17:20 26-02-2014
0
ისე, რომ იძახიან ფერგიუსონმა მაღალი დონის ფეხბურთEლები არ დატოვაო, რა გამოდის, მოიესი ინგლისელი ქეცბაიაა?
ჯანო
15:38 26-02-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული