დევიდ მოიესი: გაოცებული ვარ, არ მეგონა, ასე ცუდად თუ ვითამაშებდით

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა "ოლიმპიაკოსთან" (0:2) ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ეს იყო მიმდინარე სეზონში ევროთასებზე ჩატარებული ყველაზე ცუდი მატჩი. საერთოდ არაფერს ვიმსახურებდით. გაოცებული ვარ, არ მეგონა, ასე ცუდად თუ ვითამაშებდით.

პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, ვალდებულები ვართ, უკეთესად ვითამაშოთ.

ფეხბურთელები იმედგაცრუებულები არიან. მატჩისთვის კარგი განწყობით ვემზადებოდით, მაგრამ თამაშზე ეს არ აისახა.

მე და ჩემს გუნდს თავი არ გამოგვიჩენია. სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ისინი ახლა ცუდ განწყობაზე არიან, მათ ესმით, როგორ ცუდად ითამაშეს, თუმცა
წინ საპასუხო მატჩია.

ადრე "ოლდ ტრეფორდი" არაერთხელ გამხდარა დაუჯერებელი მატჩის მომსწრე. იმედია, ამას კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაპირისპირების ბედი შემოვატრიალოთ",
- თქვა მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ოლიმპიაკოსის" საპასუხო შეხვედრა 19 მარტს ჩატარდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ოლიმპიაკოსი-იუნაიტედი 2:0 - ცუდი "წლის მატჩი" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მანჩესტერის უფროსობამ თვითონ იცის ალბათ რასაც აკეტებს, მაგრამ ფინანსურად მაინც, მოიესის ამდენ ხანს გაჩEრება რამდენად აზრიანია?
ჯანო
15:23 26-02-2014
0
ისე, რომ იძახიან ფერგიუსონმა მაღალი დონის ფეხბურთEლები არ დატოვაო, რა გამოდის, მოიესი ინგლისელი ქეცბაიაა?
ჯანო
15:38 26-02-2014
0

სიახლეები პოპულარული